ჯული დეში — (დ. 22 ოქტომბერი, 1952) — ამერიკელი კინორეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი.

ჯული დეში

დეში 2010 წელს
დაბადების თარიღი 22 ოქტომბერი, 1952 (1952-10-22) (72 წლის)
ნიუ-იორკი, ნიუ-იორკი, აშშ
საქმიანობა კინორეჟისორი, პროდიუსერი, სცენარისტი, ვიზუალური არტისტი
აქტიური 1973–დღემდე

1985 წელს კალიფორნიის უნივერსიტეტის კინოსკოლა ხელოვნების მაგისტრის ხარისხით დაამთავრა და ამ სასწავლებლის კურსდამთავრებულ რეჟისორთა იმ წრეს უკუთვის, რომლებიც L.A. Rebellion-ის, ან UCLA Rebellion-ის სახელით არიან ცნობილები. ეს დაჯგუფება იმ აფრიკელ და აფრო-ამერიკელ სტუდენტებს მოიცავს, რომლებმამ პირველებმა მიიღეს განათლებას ლოს-ანჯელეს კალიფორნიის უნივერსიტეტის კინოსკოლაში პირველებმა მიიღეს განათლება.[1][2]

მოკლემეტრაჟიანი ფილმების შემდეგ 1991 წელს დეშმა თავისი პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „მტვრის ქალიშვილები“ (1991) გადაიღო. ესაა აფრო-ამერიკელი ქალის მიერ გადაღებული პირველი ფილმი, რომელიც აშშ-ს კინოთეატრების ჩვენებაში გაეშვა.[3]

„მტვრის ქალიშვილები“ წარმოადგენს ფიქციურ ისტორიას დეშის მამის ოჯახის შესახებ, რომელიც აშშ-ის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე ცხოვრობდა. ფილმში წარმოდგენილია ისტორიები შავკანიან ქალთა ცხოვრებიდან, ლოკაციაზე გადაღებული ლანდშაფტის თვალწარმტაცი კადრები, მასში ამბები არასწორხაზოვანი ნარატივის სტრუქტურით ენაცვლება ერთმანეთს. თავისი „კულტურული, ისტორიული და ესთეტიკური ნიშვნელობის გამო“ ფილმი კონგრესის ბიბლიოთეკის ეროვნულ კინორეესტრშია შეტანილი[4]. დეშმა „მტვრის ქალიშვილების“ შესახებ ორი წიგნი დაწერა. პირველი ტონი კეიდ ბამბარასა და გლორია ჯინ უოტკინსთან თანაავტორობით ფილმის შექმნის ისტორიაზე მოგვითხრობს, ხოლო მეორე მის გაგრძელებას წარმოადგენს, რომელშიც მოქმედება ოცი წლის შემდეგ ვითარდება.

2020 წელს ჟურნალმა IndieWire „მტვრის ქალიშვილები“ უკანასკნელი 30 წლის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ფილმებს შორის დაასახელა.[5]

სატელევიზიო სფეროში დეში 1990-იანი წლების მიწურულიიდან მუშაობდ. მის სატელევეზიო ფილმებს შორისაა Funny Valentines (1999), Incognito (1999), Love Song (2000) და „როზა პარკსის ამბავი“ (2002), რომელშიც მთავარ როლს ანჯელა ბასეტი ასრულებს. 2004 წელს მიწისქვეშა რკინიგზის თავისუფლების ეროვნულმა ცენტრმა დეშს „მოსაზღვრე ძმების“ გადაღება დაავალა, ესაა ფილმი, რომლებიც მიწისქვეშა რკინიგზაზე ქალების მიერ თავისუფლების მოპოვების ისტორიაზე მოგვითხრობს. 2017 წელს დეშმა ოპრა უინფრის ქსელის სერიალის „Queen Sugar“ ეპიზოდები გადაიღო.

2019 წელს სანდენსის კინოფესტივალზე გამოცხადაა, რომ დეშის მომდევნო პროექტი იქნება ბიოგრაფიული ფილმი სამოქალაქო უფლებების აქტივისტ ანჯელა დევისზე, რომელსაც Lionsgate გადაიღებს.

ადრეული ცხოვრება და განათლება

რედაქტირება

დეში 1952 წლის 22 ოქტომბერს ნიუ-იორკში, ქვინსშიი რუდინ ჰერდერსონისა და ჩარლზ ედუარდ დეშის ოჯახში დაიბადა. გაიზარდა ლონგ-აილენდზე. დაამთავრა იამაიკის საშუალო სკოლა. სანამ კინოსკოლაში მიიღებდნენ, დეში თავდაპირველად ფსიქოლოგიას სწავლობდა. იგი ნიუ-იორკის საქალაქო კოლეჯების ლეონარდ დევისის საშემსრულებლო ხელოვნების ცენტრში ჩაირიცხა. მან ეს სასწავლებელი 1974 წელს კინოწარმოებაში ხელოვნების ბაკალავრის ხარისხით დაამთავრა. სტუდუნტობის პერიოდში მან დაწერა სცენარი ნიუ-იორკის ურბანული კოალიციის დოკუმენტური ფილმისთვის Working Models of Success.

ნიუ იორკის საქალაქო კოლეჯის დასრულების შემდეგ დეში მაგისტრატურის საფეხურის განათლების მისაღებად ლოს-ანჯელესში გაემართა. მან ამერიკული კინოინსტიტუტის კონსერვატორიაში კინოწარმოებისა და სცენარისტობის ორ-წლიანი კურსი სტიპენდიანტის სტატუტით გაიარა. აქ იგი სწავლობდა ისეთი რეჟისორებისგან, როგორებიც არიან იან კადარი, უილიამ ფრიდკინი და სლავკო ვორკაპიჩი. დეში სწავლობდა ლოს-ანჯელესის კალიფორნიის უნივერსიტეტში და აფრიკელ და აფრო-ამერიკელ რეჟისორთა იმ ახალ თაობას ეკუთვნის, რომლებიც UCLA Rebellion-ის სახელით არიან ცნობილები. UCLA-ში დეშმა მიიღო ნატიფი ხელოვნების მაგისტრის ხარისხი კინო და სატელევიზიო წარმოებაში.

1976 წელს დეშმა გადაიღო ფილმი „UCLA Rebellion“. მომდევნო წელს იყო პროდიუსერი მოკლემეტრაჟიანი ფილმისა „ოთხი ქალი“, რომელშიც ნინა სიმონეს სიმღერის ფონზე მაყურებელი ცეკვის კადრებს იხილავს. 1978 წელს მაიამის საერთაშორისო კინოფესტივალზე ფილმმა ოქროს მედალი იიღო. 1977 წელს დეშმა გადაიღო ფილმი „აფრიკელი მონაზვნის დღიური“. მისი ჩვენება ლოს-ანჯელესის კინოწარდგენაზე შედგა, სადაც მან სტუდენტური ფილმის კატეგორიაში რეჟისორთა გილდიის ჯილდო მოიპოვა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Martin, M (Winter 2010). „"I Do Exist" From "Black Insurgent" to Negotiating the Hollywood Divide--A Conversation with Julie Dash“. Cinema Journal.
  2. King, Susan. (October 3, 2011) "The 'L.A. Rebellion' returns," The Los Angeles Times. Retrieved on October 6, 2017.
  3. „Julie Dash Made a Movie. Then Hollywood Shut Her Out“ (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2018-07-09.
  4. "L.A. Rebellion - Julie Dash," UCLA Film & Television Archive. Retrieved on October 3, 2017.
  5. Nordine, Kate Erbland, Eric Kohn, Christian Blauvelt, Anne Thompson, David Ehrlich, Chris O'Falt, Zack Sharf, Jude Dry, Tom Brueggemann, Bill Desowitz, Tambay Obenson, Michael; Erbland, Kate; Kohn, Eric; Blauvelt, Christian; Thompson, Anne; Ehrlich, David; O'Falt, Chris; Sharf, Zack. The All-Time Greatest Films Directed by Women en (2020-10-03). ციტირების თარიღი: 2021-12-06