ჯულიან კასაბლანკასი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ჯულიან ფერნანდო კასაბლანკასი (ინგლ. Julian Fernando Casablancas; დ. 23 აგვისტო, 1978, ნიუ-იორკი, აშშ)[3] — ამერიკელი მუსიკოსი, როკ-ჯგუფის, The Strokes-ის, წამყვანი ვოკალისტი და მთავარი კომპოზიტორი. The Strokes-სთან ერთად ჩაწერილი აქვს ექვსი სტუდიური ალბომი. კასაბლანკასმა 2009 წელს გამოუშვა სოლო ალბომი Phrazes for the Young. ამასთან, ექსპერიმენტულ ბენდ The Voidz-თან ერთად გამოშვებული აქვს ორი ალბომი.

ჯულიან კასაბლანკასი

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 23 აგვისტო, 1978(1978-08-23)[1] [2] (46 წლის)
დაბ. ადგილი ნიუ-იორკი[1]
ჟანრ(ებ)ი ინდი როკი, ალტერნატიული როკი, გარაჟ როკი, ექსპერიმენტული როკი
საქმიანობა მომღერალი, კომპოზიტორი
საიტი thestrokes.com
ჯულიან კასაბლანკასი ვიკისაწყობში

მანჰეტენის დუაითის სკოლაში გიტარისტ ნიკ ვალენსისა და დრამერ ფაბრიციო მორეტისთან შეხვედრის შემდეგ ჯგუფმა დაიწყო მუსიკით ექსპერიმენტირება. ჰემონდ ჯუნიორის დამატების შემდეგ The Strokes ოფიციალურად ჩამოყალიბდა.[4] მათმა სადებიუტო ალბომმა – Is This It – კრიტიკოსებისგან დადებითი შეფასებები დაიმსახურა და კასაბლანკასი და ბენდი ვარსკვლავებად აქცია. ჯულიან კასაბლანკასი იყო ბენდის საწყისი ალბომების – მათ შორის, 2003 წელს გამოშვებული Room On Fire-სა და 2005 წელს გამოშვებული First Impressions Of Earth-ის, – მთავარი კომპოზიტორი და სულისჩამდგმელი. ექვსწლიანი წყვეტის შემდეგ, The Strokes 2011 წელს Angles-ით ბრუნდება, ხოლო 2013 წელს გამოუშვებს Comedown Machine-ს, ორივე ამ ალბომში კასაბლანკასი მეტად კოლაბორაციულ მიდგომებს იყენებს და სადავეებს თმობს. კასაბლანკასი ბენდთან ერთად არაფერს არ ქმნის 2020 წლამდე, როდესაც ბენდი ჩაწერს The New Abnormal-ს, ალბომს, რომელმაც ბენდს გრემის პირველი ჯილდოც მოუტანა, ნომინაციაში „საუკეთესო როკ-ალბომი“.[5]

2013 წლიდან კასაბლანკასი ექსპერიმენტული როკ ბენდის, The Voidz-ის, სოლისტად გვევლინება. ბენდს დღემდე გამოშვებული აქვს ორი სტუდიური ალბომი, Tyranny (2014) და Virtue (2018). The Voidz წარმოადგენს კასაბლანკასის სურვილს, გადაუხვიოს კომერციული მუსიკიდან და ახალ თემებს შეეხოს.

სხვადასხვა დროს უმუშავია ისეთ შემსრულებლებთან, როგორებიც არიან: The Lonely Island (2009) და Daft Punk (2013, ალბომზე Random Access Memories). Daft Punk-თან ერთად შესრულებულმა სიმღერამ, Instant Crush-მა, საფრანგეთისა და შვედეთის მუსიკალურ ჩარტებში 29-ე და 37-ე ადგილები დაიკავა.[6][7] ამასთან, იგი შევიდა გაერთიანებული სამეფოს სინგლების ჩარტებში 198-ე[8], ხოლო აშშ-ს ბილბორდებში 16-ე ადგილით.[9] Random Access Memories გახდა წლის საუკეთესო ალბომი.[10]