კაპიტანი ჯორჯ ვანკუვერი (ინგლ. George Vancouver; დ. 22 ივნისი, 1757 ― გ. 10 მაისი, 1798) ― ბრიტანული სამეფო ფლოტის ოფიცერი. ცნობილია 1791-1795 წლების ექსპედიციით, რომლის დროსაც ჩრდილოეთ ამერიკის წყნარი ოკეანის სანაპირო რეგიონის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი გამოიკვლიეს, მათ შორის: დღევანდელი კანადის პროვინცია ბრიტანეთის კოლუმბია, აშშ-ის შტატები: ალასკა, ვაშინგტონი, ორეგონი და კალიფორნია. ექსპედიციის დროს გამოიკვლიეს ჰავაის კუნძულები და ავსტრალიის სამხრეთ-დასავლეთი სანაპიროც.

ჯორჯ ვანკუვერი
დაბადების თარიღი 22 ივნისი, 1757[1] [2] [3] [4] [5] [6] [7]
დაბადების ადგილი King's Lynn
გარდაცვალების თარიღი 10 მაისი, 1798[2] [5] [6]
გარდაცვალების ადგილი Petersham
ჯარის სახეობა სამეფო ფლოტი
წოდება captain

ჯორჯ ვანკუვერის პატივსაცემად სახელი ეწოდა: კუნძულ ვანკუვერს, ბრიტანეთის კოლუმბიაში მდებარე ქალაქ ვანკუვერს, მდინარე ვანკუვერს ბრიტანეთის კოლუმბიის მზის შუქის სანაპიროზე, ქალაქს აშშ-ში, მთას კანადა-აშშ-ის საზღვარზე, იუკონსა და ალასკას შორის, ასევე, ახალი ზელანდიის მეოთხე უმაღლეს მწვერვალს.[8]

ადრეული წლები

რედაქტირება

ჯორჯ ვანკუვერი 1757 წლის 22 ივნისს საპორტო ქალაქ კინგს-ლინში (ნორფოლკი, ინგლისი) დაიბადა. იგი წარმოშობით ნიდერლანდელი საბაჟო მოხელის, ჯონ ჯასპერ ვანკუვერისა და ბრიჯიტ ბერნერის მეექვსე და ყველაზე უმცროსი შვილი იყო. გვარი ვანკუვერი კუვორდენიდან მომდინარეობს, რომელიც დრენთეში, ნიდერლანდებში მდებარეობს.

1771 წელს, 13 წლის ასაკში ვანკუვერი სამეფო ფლოტში ჩაირიცხა. ჯეიმზ კუკის მეორე მოგზაურობის დროს (1772-1775) ვანკუვერი ხომალდ HMS Resolution-ზე მსახურობდა, ხოლო მესამე მოგზაურობის დროს (1776-1780) HMS Discovery-ზე. 1780 წლის ოქტომბერში ბრიტანეთში დაბრუნების შემდეგ ვანკუვერს ლეიტენანტის წოდება მიენიჭა და სამხედრო ხომალდ HMS Martin-ზე გაამწესეს ინგლისის არხსა და ჩრდილოეთის ზღვაში ესკორტისა და საპატრულო მოვალეობების შესასრულებლად. 1782 წლის 11 თებერვალს პლიმუთიდან ვესტინდოეთისკენ მიმავალ ხომალდზე მსახურობდა. 1782 წლის 7 მაისს მეოთხე ლეიტენანტად დაინიშნა 74 ქვემეხიან ხომალდ HMS Fame-ზე, რომელიც იმ დროისთვის ბრიტანეთის ვესტინდოეთის ფლოტის ნაწილი იყო და ქარზურგა კუნძულების პატრულირებულისთვის გამოიყენებოდა. ვანკუვერმა მონაწილეობა მიიღო დომინიკის ბრძოლაში (1782 წლის აპრილი), სადაც თავიც გამოიჩინა. ინგლისში 1783 წლის ივნისში დაბრუნდა.[9]

1780-იან წლებში ესპანეთის იმპერიამ წყნარი ოკეანის ამერიკულ ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ექსპედიცია გაგზავნა. 1789 წელს ნუტკის კრიზისის დროს ესპანეთსა და ბრიტანეთს შორის თითქმის ომი დაიწყო ნუტკის უბის დაუფლებისთვის, უფრო მეტად კი, აშშ-ის დასავლეთ სანაპიროს კოლონიზაციისა და დასახლების უფლების მოპოვებისთვის. ჰენრი რობერტსი ხომალდ HMS Dsicovery-ის (ახალი ხომალდი, რომელსაც სახელი კაპიტან კუკის გემის პატივსაცემად ეწოდა) მეთაურად დაინიშნა, რომელმაც პირველ ლეიტენანტად ვანკუვერი დანიშნა, თუმცა კრიზისის გამო ორივე სამხედრო ხომალდებზე გაანაწილეს. ვანკუვერი ხომალდ HMS Courageux-ზე გამწესდა. 1790 წელს ნუტკის კონვენციის მიღებით კრიზისი დასრულდა, რის შემდეგაც ვანკუვერი ხომალდ Discovery-ის მეთაურად დაინიშნა და ნუტკის უბის დაუფლება და სანაპიროების გამოკვლევა დაევალა.[10][11]

დამატებითი საკითხავი

რედაქტირება
  • Godwin, George. "Captain George Vancouver, 1757–1798." History Today (Sep 1957) 7#9 pp 605–609.
  • Bown, Stephen R. Madness, Betrayal and the Lash: The Epic Voyage of Captain George Vancouver (Douglas & McIntyre 2008).
  • Godwin, George. Vancouver A Life: 1757–1798 (D. Appleton and Company, 1931).
  • The Life and Voyages of Captain George Vancouver by Bern Anderson. Published by University of Washington Press, 1966.
  • Captain Vancouver: A Portrait of His Life by Alison Gifford. Published by St. James Press, 1986.
  • Journal of the Voyages of the H.M.S. Discovery and Chatham by Thomas Manby. Published by Ye Galleon Press, 1988.
  • Vancouver's Voyage: Charting the Northwest Coast, 1791–1795 by Robin Fisher and Gary Fiegehen. Published by Douglas & McIntyre, 1992.
  • On Stormy Seas, The Triumphs and Torments of Captain George Vancouver by B. Guild Gillespie. Published by Horsdal & Schubart, 1992.
  • Captain Vancouver: North-West Navigator by E.C. Coleman. Published by Tempus, 2007.
  • Sailing with Vancouver: A Modern Sea Dog, Antique Charts and a Voyage Through Time by Sam McKinney. Published by Touchwood Editions, 2004.
  • The Early Exploration of Inland Washington Waters: Journals and Logs from Six Expeditions, 1786–1792 edited by Richard W. Blumenthal. Published by McFarland & Company, 2004.
  • A Discovery Journal: George Vancouver's First Survey Season – 1792 by John E. Roberts. Published by Trafford Publishing, 2005.
  • With Vancouver in Inland Washington Waters: Journals of 12 Crewmen April–June 1792 edited by Richard W. Blumenthal. Published by McFarland & Company, 2007.
  • Chisholm, Hugh, ed. (1911). „Vancouver, George“ . Encyclopædia Britannica (ინგლისური). 27 (11th ed.). Cambridge University Press. p. 883.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 Encyclopædia Britannica
  3. SNAC — 2010.
  4. University of Toronto, Laval University Dictionary of Canadian Biography, Dictionnaire biographique du Canada / G. Brown, D. Hayne, F. Halpenny et al. — UTP, Presses de l'Université Laval, 1959. — ISSN 0420-0446; 0070-4717
  5. 5.0 5.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  6. 6.0 6.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  7. Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ.
  8. Reed, A. W. (2010). რედ. Peter Dowling: Place Names of New Zealand. Rosedale, North Shore: Raupo, გვ. 430. ISBN 9780143204107. 
  9. Captain George Vancouver: original documents. City of Vancouver Archives (20 June 2013). ციტირების თარიღი: 8 August 2016
  10. King, Robert J. (2010). „George Vancouver and the contemplated settlement at Nootka Sound“. The Great Circle. 32 (1): 6–34.
  11. Allen, Richard Edward (1982). A Pictorial History of Vancouver, Book 1. Josten's Publications.