ჯორჯო I (იტალ. Giorgio I) დაბადებით ჯორჯო კარბონე (იტალ. Giorgio Carbone; დ. 14 ივნისი, 1936, სებორგა — გ. 25 ნოემბერი, 2009) — სებორგას თავადი 1964 წლიდან.

ჯორჯო I-ს მონეტა

ჯორჯო კარბონე თავადად არჩევამდე ადგილობრივი ყვავილების გამყიდველთა ამხანაგობის საქმეთა მმართველი იყო. XX საუკუნის 60-იან წლებში მან მონაწილეობა მიიღო ისტორიულ გამოკვლევაში, რომლის მიხედვითაც „დადგინდა“, რომ სებორგა არც ვენის კონგრესზე და არც იტალის რესპუბლიკის დაარსებისას (1946) არც ერთი ქვეყნის პროტექტორატის ქვეშ არ მოქცეულა და „სუვერენიტეტი“ არ დაუკარგავს.

1963 წელს სებორგას მოსახლეობამ კარბონეს არგუმენტები დამაჯერებლად მიიჩნია და იგი თავადად აირჩია. ამ დღიდან ჯორჯო კარბონე ოფიციალურად იწოდება „მისი უგანათლებულესობა ჯორჯო I, სებორგას თავადი“ (იტალ. SAS Giorgio I, Principe di Seborga). 1993 წელს იგი ხელმეორედ იქნა დამტკიცებული თავადად. 1994 წლიდან ჯორჯო I-ის განკარგულებით აღდგა სებორგას ვალუტის „ლუიჯინოს“ მოჭრა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება