ჯორჯო აგამბენი
ჯორჯო აგამბენი (იტალ. Giorgio Agamben; დ. 22 აპრილი, 1942, რომი) — იტალიელი ფილოსოფოსი. დაამთავრა რომის უნივერსიტეტ La Sapienza-ს იურიდიული ფაკულტეტი. მოგვიანებით იურისპუდენციიდან ფილოსოფიაში გადაინაცვლა. 1964 წელს ითამაშა ფილიპე მოციქულის როლი პიერ პაოლო პაზოლინის ფილმში „მათეს სახარება“. თარგმნიდა სხვადასხვა ავტორების ნაშრომებს ესპანურიდან და იტალიურიდან. დისერტაცია მიუძღვნა სიმონა ვეილის.
ლიტერატურა
რედაქტირება- Murray A. Giorgio Agamben. London; New York: Routledge, 2010
- Watkin W. The literary Agamben: adventures in logopoiesis. London; New York: Continuum, 2010
- Dickinson C. Agamben and theology. London; New York: T. & T. Clark, 2011