ჯორჯია ჰეილი
ჯორჯია თეოდორა ჰეილი ( ინგლ. Georgia Theodora Hale დ. 25 ივნისი, 1900 წ. სენტ-ჯოზეფი აშშ. - გ. 17 ივნისი, 1985, ჰოლივუდი, კალიფორნია, აშშ) – ამერიკული მუნჯი კინოს მსახიობი.
Georgia Hale | |
---|---|
დაბადების თარიღი |
25 ივნისი, 1900 წ. სენტ ჯოზეფი, აშშ |
გარდაცვალების თარიღი |
17 ივნისი, 1985 წ. კალიფორნია, აშშ |
მოქალაქეობა | აშშ |
საქმიანობა | მსახიობი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაჯორჯია თეოდორა ჰეილი დაიბადა 1900 წლის 27 ივნისს მისურის შტატ სენტ-ჯოზეფში. მისი მშობლები იყვნენ ჯორჯ ვაშინგტონი ჰეილი და ლორა იმბრი. ჰყავდა ორი უფროსი და - ევგენია და ელენე. მალე მისი ოჯახი ილინოისში გადავიდა საცხოვრებლად.[1][2]
1922 წელს ჯორჯია ჰეილმა გაიმარჯვა „მის ჩიკაგოს“ კონკურსში და მამის დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, ფულით, რომელიც ჯილდოდ გადასცეს, გაემგზავრა ნიუ იორკში.[3] [4]მას სურდა თეატრის მსახიობობა, მაგრამ მისი მცდელობა წარუმატებელი გამოდგა და ჰოლივუდში გადავიდა, სადაც 1925 წელს ითამაშა თავის პირველ ფილმში "მაშველი მონადირეები" (რეჟისორი იოზეფ ფონ სტერნბერგი) .
ჯორჯია მეგობრობდა მსახიობ ლიტა გრეისთან (ჩარლი ჩაპლინის მეუღლე), რომელიც ასრულებდა მთავარ როლს ჩარლი ჩაპლინის ფილმში „ოქროს ციებ-ცხელება“. გადაღებები დაწყებული იყო, როდესაც ლიტა დაფეხმძიმდა და როლზე უარი თქვა. ლიტას შემცვლელად რეჟისორმა ჯორჯია მიიწვია. ხსენებულ ფილმში შესრულებულმა როლმა ჯორჯია ჰეილი ცოტა ხნით ვარსკვლავად აქცია,[5] [6]თუმცა ხმოვანი კინოს გამოჩენამ უარყოფითი გავლენა მოახდინა მის კარიერაზე. 1928 წელს გამოვიდა მუნჯი ფილმი „უკანასკნელი მომენტი“, რამაც დაასრულა ჯორჯიას სამსახიობო კარიერა. ეს ბოლო ფილმი იყო მსახიობის მონაწილეობით. მიუხედავად ამისა, ჩარლი ჩაპლინმა ჯორჯია 1931 წელს მიიწვია ეპიზოდურ როლზე ფილმში „დიდი ქალაქის ჩირაღდნები“ , სადაც ერთ-ერთ ეპიზოდში შეცვალა ვირჯინია ჩერილი, რომელიც ბოლო სცენის გადაღების წინ მოულოდნელად სილამაზის სალონში წავიდა.
პირადი ცხოვრება
რედაქტირებასამსახიობო კარიერის დასრულების შემდეგ, ჯორჯია ცეკვას ასწავლიდა. შემდეგ გასული საუკუნის 20-იანი წლების ბოლოს ჯორჯია სამხრეთ კალიფორნიაში უძრავი ქონების ინვესტირებით დაკავდა. ამ საქმიანობით მან დიდი ქონება დააგროვა. გარკვეული დროის განმავლობაში მისი კომპანიონი იყო ჩარლი ჩაპლინი. 1983 წელს დოკუმენტურ ფილმში „უცნობი ჩაპლინი“ ჯორჯია ჰეილი თბილად იხსენებდა ჩაპლინთან მუშაობის პერიოდს. მან ასევე დაწერა წიგნი ამის შესახებ, რომელიც მხოლოდ 1995 წელს გამოიცა, მისი გარდაცვალებიდან 10 წლის შემდეგ. 1950-იან წლებში ჯორჯიამ დაწერა გამოუქვეყნებელი ნოველა სახელწოდებით "სიცოცხლის ზღვარი", თუმცა ვერ დაიმსახურა გამომცემლების მოწონება.[7]
მემუარების მიხედვით, ჯორჯია ქრისტიანული მეცნიერების (რელიგიური მიმდინარეობა, რომელიც 1879 წელს ჩამოყალიბდა) მიმდევარი გახდა.
ჯორჯია ჯეილი არასდროს ყოფილა დაქორწინებული. იგი სიცოცხლის ბოლო 15 წლის განმავლობაში თავის მეგობარ მამაკაცთან ერთად ცხოვრობდა, რომელსაც ქონების დიდი ნაწილი დაუტოვა გარდაცვალების შემდეგ, 1985 წლის 17 ივნისს.[8]
გარე ბმულები
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1910 U.S. Census, Chicago, Cook County, IL (April 18, 1910), Enumeration District 1351, sheet 2B; Georgia Hale, age 9 (daughter) living with George (head) and Lura (wife) Hale.
- ↑ 1940 U.S. Census, Los Angeles, Los Angeles County, CA (April 8, 1940), Enumeration District 16, sheet 4A; Georgia Hale, age 39 (head; occupation: author & actress) living with George (father) and Lura (mother) Hale.
- ↑ Hale, Georgia (1999). Intimate close-ups. Lanham, Maryland: Scarecrow Trade. pp. x. ISBN 1-57886-004-0[მკვდარი ბმული].
- ↑ Laurie Goering (March 25, 1990 "Mere Beauty Doesn't win Pageant. '[მკვდარი ბმული] Chicago Tribune. Retrieved December 17,2011.
- ↑ Felicia Feaster. "The Gold Rush". Turner Classic Movies. Retrieved December 17, 2011.
- ↑ Darrell Hartman (December 21, 2007). "Chaplin's Triumphant Lady and the Tramp". დაარქივებული 2018-09-06 საიტზე Wayback Machine. New York Sun. Retrieved December 17, 2011.
- ↑ Hale, Georgia (1999). Intimate close-ups. Lanham, Maryland: Scarecrow Trade. pp. x. ISBN 1-57886-004-0.[მკვდარი ბმული]
- ↑ Lamparski, Richard. Whatever Became of...?. Eleventh Series. New York: Crown Publishers Inc. pages 68-69