ჯონ „ჯეკ“ ლენონი
ჯონ „ჯეკ“ ლენონი (ინგლ. John „Jack“ Lennon; დ. 1855[1] — გ. 1921) — ინგლისელი მუსიკოსის, ჯგუფ The Beatles-ის წევრის ჯონ ლენონის პაპა (ლენონის მამის — ალფრედ ლენონის მამა).
ჯეკ ლენონი დაიბადა ირლანდიაში. მისი მშობლები იყვნენ ჯონი და ელიზაბეტი.[2] შემდგომ მშობლებთან და ძმასთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა ამერიკაში. 1890-იან წლებში ის მუსიკალურ ჯგუფ „კენტუკი მინსტრელის“ (ინგლ. Andrew Robertson's Kentucky Minstrels) წევრი გახდა და მონაწილეობა მიიღო შეერთებულ შტატებში გამართულ ტურნეში, სადაც მას შესანიშნავი სოლისტის რეპუტაცია ჰქონდა. ამის შემდეგ ის საცხოვრებლად გადავიდა ლივერპულში (ინგლისი) და პირველი ცოლის სიკვდილის შემდეგ დაქორწინდა მერი „პოლი“ მაკგუირზე, რომელთანაც ეყოლა რვა შვილი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Discover ideas about John Lennon Beatles. Pinterest.com. ციტირების თარიღი: 3 ივლისი, 2018.
- ↑ Grandfather of John Lennon, Musician. Findagrave.com. ციტირების თარიღი: 3 ივლისი, 2018.