ჯონ პერი
ჯონ პერი (დ. 1670, გლოსტერის საგრაფო – გ. 1733), ინგლისელი კაპიტანი, გემების, დოკებისა და არხების მშენებელი. 1698 წელს მიიწვიეს რუსეთში; 1712 წელს სამშობლოში დაბრუნდა. 1716 წელს გამოაქვეყნა პეტრე I-ის დროინდელი რუსეთის აღწერილობა. მისი ნაშრომი ძირითადად საკუთარ დაკვირვებეს ემყარება. აქვს ცნობები იმერეთის მეფის არჩილისა და ალექსანდრე არჩილის ძის შესახებ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ც. ყიფიანი, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 24.