ჯონ კლეიტონი
ჯონ მიდლტონ კლეიტონი (ინგლ. John Middleton Clayton; დ. 24 ივლისი, 1796 – გ. 9 ნოემბერი, 1856) — ამერიკელი იურისტი და პოლიტიკოსი დელავერის შტატიდან. ვიგების პარტიის წევრი, დელავერის გენერალური ასამბლეის წევრი, აშშ-ის სენატორი და სახელმწიფო მდივანი.
ჯონ კლეიტონი | |
---|---|
ინგლ. John Middleton Clayton | |
დაბადების თარიღი | 24 ივლისი, 1796[1] [2] [3] |
დაბადების ადგილი | Dagsboro[3] |
გარდაცვალების თარიღი | 9 ნოემბერი, 1856[1] [2] [3] (60 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | დოვერი |
მოქალაქეობა | აშშ |
განათლება | იელის უნივერსიტეტი და Litchfield Law School |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა დაგსბოროში, დელავერში, სარას და ჯეიმზ კლეიტონის ოჯახში. ბიძამისი, ჯოშუა კლეიტონი, იყო დელავერის ყოფილი გუბერნატორი, ხოლო მისი ბიძაშვილი, თომას კლეიტონი, ცნობილი იურისტი და აშშ-ის სენატორი. ჯონ კლეიტონი სწავლობდა მერილენდსა და მილფორდში, დელავერში. დაამთავრა იელის უნივერსიტეტი 1815 წელს, სწავლობდა სამართალს ლიჩფილდის იურიდიულ სკოლაში, 1819 წელს შეუდგა იურიდიულ საქმიანობას.
1822 წელს დაქორწინდა ენ ფიშერზე, რომელიც იყო პოლიტიკოსის, ჯორჯ ტრუიტის ვაჟი. მათ ორი ვაჟი ეყოლათ, ჯეიმზი და ჩარლზი. ენი ჩარლზის დაბადებიდან ორი კვირის შემდეგ გარდაიცვალა. ჯონი ხელმეორედ არ დაქორწინებულა და ვაჟებიც დამოუკიდებლად გაზარდა.
1824 წელს აირჩიეს დელავერის წარმომადგენელთა პალატაში, იყო დელავერის სახელმწიფო მდივანი 1826 წლის დეკემბრიდან 1828 წლის ოქტომბრამდე. მან დიდი როლი ითამაშა დელავერის 1831 წლის კონსტიტუციის შექმნაში.
1849 წლის 8 მარტს კლეიტონი, ზაქარი ტეილორის პრეზიდენტობისას გახდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი. მის ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევად მიიჩნევა 1850 წლის კლეიტონ-ბულვერის ხელშეკრულების დადება ბრიტანელ მინისტრთან, სერ ჰენრი ბულვერ-ლიტონთან.
მეორე შვილის გარდაცვალების შემდეგ კლეიტონი დოვერში დაბრუნდა. ის იქ გარდაიცვალა და დაკრძალულია ძველ პრესვიტერიანულ სასაფლაოზე, რომელიც მდებარეობს დელავერის სახელმწიფო მუზეუმის ტერიტორიაზე.
წყაროები
რედაქტირება- Comegys, Joseph P. (1882). Memoirs of John M. Clayton. Wilmington, Delaware: Historical Society of Delaware.
- Conrad, Henry C. (1908). History of the State of Delaware, 3 vols.. Lancaster, Pennsylvania: Wickersham Company.
- Martin, Roger A. (2003). Delawareans in Congress. Middletown, DE: Roger A. Martin. ISBN 0-924117-26-5.
- Martin, Roger A. (1995). Memoirs of the Senate. Newark, DE: Roger A. Martin.
- Scharf, John Thomas (1888). History of Delaware 1609-1888. 2 vols. Philadelphia: L. J. Richards & Co.