კენედის კოსმოსური ცენტრი
(გადამისამართდა გვერდიდან ჯონ კენედის სახელობის კოსმოსური ცენტრი)
ჯონ კენედის სახელობის კოსმოსური ცენტრი - (John F. Kennedy Space Center) ნასას (NASA - National Aeronautics and Space Administration, აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ნაციონალური სამმართველო) ერთ-ერთი უმსხვილესი საკვლევი ცენტრია. ის კანავერალის კონცხზე, ფლორიდის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარეობს. 1959 წლამდე, სანამ კოსმოსური ფრენები დაიწყებოდა, აქ სამხედრო-სარაკეტო პოლიგონი იყო.
პირველი ასტრონავტები კოსმოსში 1961 წელს გაფრინდნენ. 1969 წელს ხომალდმა „აპოლო 11“-მა ასტრონავტები მთვარეზე პირველად დასვა. მრავალჯერადი გამოყენების კოსმოსური ხომალდი კი კოსმოსში პირველად 1981 წელს გაუშვეს. ამ ხომალდს აქვს ორბიტული აპარატი, სარაკეტო დამაჩქარებლები და ჩამოსაგდები საწვავი ავზი.
ლიტერატურა
რედაქტირებამსოფლიოს დიდი ატლასი, გვ. 81, თბილისი, 2009.