ჯონ დიქსონ კარი
ჯონ დიქსონ კარი (ინგლ. John Dickson Carr; დ. 30 ნოემბერი, 1906, იუნიონტაუნი, პენსილვანია, აშშ — გ. 27 თებერვალი, 1977, აშშ ) — წარმოშობით შოტლანდიელი ამერიკელი მწერალი. წერდა ფსევდონიმებით: კარტერ დიქსონი, კარ დიქსონი და როჯერ ფეიბერნი.
ჯონ დიქსონ კარი | |
---|---|
ინგლ. John Dickson Carr | |
დაბადების თარიღი | 30 ნოემბერი, 1906[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [8] |
დაბადების ადგილი | იუნიონტაუნი |
გარდაცვალების თარიღი | 27 თებერვალი, 1977[1] [4] [5] [6] [7] [8] [8] (70 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | გრინვილი |
დასაფლავებულია | Springwood Cemetery |
საქმიანობა | მწერალი[9] [8] [8] , სცენარისტი, რომანისტი, სამეცნიერო ფანტასტიკოსი მწერალი და ჟურნალისტი[8] |
მოქალაქეობა | აშშ |
ალმა-მატერი | The Hill School |
Magnum opus | უჩინარი, დამწვარი სასამართლო და The White Priory Murders |
ჯილდოები | The Grand Master[10] და Grand Prix de Littérature Policière[11] |
გავლენა მოახდინეს |
დაიბადა 1906 წლის 30 ნოემბერს, იუნიონტაუნში, პენსილვანიის შტატში, წარმატებული იურისტისა და პოლიტიკოსის ოჯახში. 21 წლის ასაკში პარიზში გაემგზავრა და სორბონის უნივერსიტეტში ჩაირიცხა. იქვე დაწერა თავისი პირველი დეტექტივი. 1931 წელს კარმა ინგლისელ კლარისა კლევისსზე იქორწინა და ინგლისში დაფუძნდა.
1936 წელს კარი დეტექტიურ კლუბში გაწევრიანდა. რამდენიმე წლის განმავლობაში BBC-ზე პროგრამა „სიკვდილთან პაემნის“ ავტორი იყო. ეს პროგრამა შემდგომში ბევრი ცნობილი სერიალის საფუძვლად იქცა.
მეორე მსოფლიო ომის დროს კარი, რადიოში პროპაგანდის განყოფილებაში მუშაობდა, 1948 წელს კი მცირე ხნით ამერიკაში დასახლდა. ინგლისში ისევ საქმემ დააბრუნა, მას ერგო პატივი არტურ კონან დოილის ბიოგრაფია დაეწერა, რომელიც 1949 წელს გამოიცა.
გასული საუკუნის 60-იან წლებში კარი მაროკოში ცხოვრობდა, მერე კი ისევ აშშ-ში გაემგზავრა. იქვე გარდაიცვალა 1977 წლის 27 თებერვალს.
„არც ისე ბევრი დეტექტიური რომანი მაბნევს ბოლო დროს, მაგრამ ბატონი კარი ამას ახერხებს“, - წერდა აგათა კრისტი ჯონ დიქსონ კარის შესახებ. ეს ამერიკელი დეტექტივისტი „დეტექტივის ოქროს საუკუნის“ ერთ-ეთ საუკეთესო წამომადგენლად მიიჩნევა.
ლიტერატურა
რედაქტირება- მსოფლიო დეტექტივების სეიფი, ტომი 7, თბილისი, 2010.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Encyclopædia Britannica
- ↑ SNAC — 2010.
- ↑ 4.0 4.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
- ↑ 5.0 5.1 NooSFere — 1999.
- ↑ 6.0 6.1 VIAF ID
- ↑ 7.0 7.1 Vegetti Catalog of Fantastic Literature
- ↑ 8.0 8.1 8.2 8.3 8.4 8.5 8.6 The Fine Art Archive — 2003.
- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #118870386 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ https://edgarawards.com/category-list-the-grand-master/
- ↑ https://www.babelio.com/prix/36/de-la-Litterature-Policiere-Grand-Prix