ჯონდო ჯაფარიძე
ჯონდო ჯაფარიძე (დ. 1 იანვარი, 1933, თბილისი — გ. 2008) — ქართველი მეცნიერი, ქიმიკოსი.
1957 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიურ-ტექნოლოგიური ფაკულტეტი.
1957–1995 წლებში იყო არაორგანული და ელექტროქიმიის ინსტიტუტის უმცროსი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ლაბორატორიის გამგე, დირექოტრის მოადგილე; 1995 წლიდან დირექტორი. ავტორია 182 სამეცნიერო ნაშრომი (1 მონოგრაფია) და 14 გამოგონების.
2001 წლიდან იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.
მიღებული აქვს მენდელეევის სახელობის I და II ხარისხი პრემიები და საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ბიოგრაფიული ლექსიკონი — ჯონდო ჯაფარიძე — საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა