ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ჯოის გვენდოლენ ქუინი, ბარონესა ქუინი (1944 წლის 26 ნოემბერი) არის ბრიტანელი ლეიბორისტი პოლიტიკოსი. ის მუშაობდა სამხრეთ გეიტსჰედისა და დასავლეთ ვაშინგტონის პარლამენტის წევრად, ხოლო 1987 წლიდან 2005 წლამდე პერიოდში აღმოსავლეთ გეიტსჰედისთვის.

ბარონესა ქუინი

ჯოის გ. ქუინი 2019 წელს
დაბადების თარიღი 1944 წლის 26 ნოემბერი (79 წლის)
ალმა-მატერი

ნიუკასლის უნივერსიტეტი

ლონდონის ეკონომიკის სკოლა
პარტია ლეიბორისტული პარტია
მეუღლე(ები) ფრენსის გაი მაკმიულენი

ადრეული წლები და კარიერა

რედაქტირება

ქუინმა განათლება მიიღო უიტლი ბეის გრამატიკულ სკოლასა და ნიუკასლის უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა ჯილდო ფრანგულ ენაში და გავიდა პირველ ადგილზე იმავე წელს. მოგვიანებით, მან მიიღო მაგისტრის დიპლომი საერთაშორისო ურთიერთობებში ლონდონის ეკონომიკის სკოლიდან. იგი მუშაობდა ფრანგული ენის ლექტორად და ტუტორად ბათისა და დარემის უნივერსიტეტებში. ქუინი არის ლეიბორისტი პოლიტიკოსის, ჯოშუა რიტსონის (1874–1955) დიდი-დისშვილი.

იგი ასრულებდა ევროპული პარლამენტის წევრის მოვალეობას 1979 წლიდან 1989 წლამდე პერიოდში. 1979 წლიდან 1984 წლამდე მონაკვეთში პარლამენტის წევრობისას, იგი იკავებდა თევზჭერის საკითხებში შრომის სპიკერის პოზიციას. ამავდროულად, ის იყო სოფლის მეურნეობის, ქალთა უფლებების, რეგიონულ და ეკონომიკურ საქმეთა კომისარი. 1979 წელს, მან წარადგინა წევრთა რეგისტრაციის შესახებ რეზოლუცია, რომელიც, საბოლოოდ, ევროპარლამენტმა მიიღო.

პარლამენტის წევრობა

რედაქტირება

1987 წლის არჩევნების შედეგების მიხედვით, ქუინი შევიდა თემთა პალატაში და გახდა აღმოსავლეთ გეითსჰედის პარლამენტის წევრი. ამის საპირისპიროდ (1987–1997), იგი იკავებდა მომხმარებლების საქმეთა, სავაჭრო პოლიტიკის, რეგიონული პოლიტიკისა და უმუშევრობის (ცდილობდა აღესრულებინა ევროკავშირის სოციალური თავი) ჩრდილოვანი მინისტრის პოზიციას. 1994-დან 1997 წლამდე, იგი საქმიანობდა ჩრდილოვანი ევროპელი მინისტრის სახით და წარმოადგენდა რობინ ქუქის ჩრდილოვან საგარეო მდივანს.

1997 წლის საყოველთაო არჩევნების წესდებაში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ, იგი წარმოადგენდა აღმოსავლეთ გეითსჰედისა და დასავლეთ ვაშინგტონის ახალ საარჩევნო ოლქს, სადაც 2005 წლის საყოველთაო არჩევნებში დამარცხდა და ის შეარონ ჰოჯსონმა ჩაანაცვლა. ამასთან, ქუინი იყო პენიტენციური სისტემის მინისტრი, ევროპის მინისტრი და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო მინისტრი (და ნიკი ბროუნის კაბინეტის მოადგილე). 2001 წელს მან მოითხოვა გადადგომა მინისტრის თანამდებობიდან, რათა კონცენტრირება მოეხდინა საკუთარი საარჩევნი ოლქის ინტერესებზე. მან განიზრახა მოეპოვებინა ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონული ასამბლეის წევრობა მას შემდეგ, რაც დატოვა ვესტმისტერი, მაგრამ 2004 წლის ნოემბრის რეფერენდუმში მის მიერ შეთავაზებული 4–1 სტრუქტურა არ მიიღეს. ქუინი იყო პირველი ქალი პარლამენტში, რომელიც გაუძღვა ლეიბორისტთა პარლამენტის წევრის ჩრდილოეთ ჯგუფსა და ფრანგულ-ბრიტანულ საპარლამენტო ჯგუფს. მან წარმატებით გაუწია ლობირება გორდონ ბრაუნის კანცლერად დანიშვნას იმისთვის, რათა შემოეღო მთელი ქვეყნის მასშტაბით სამგზავრო ავტობუსის სქემა პენსიონერებისთვის.[1]

მუდმივმოქმედი პერის წოდება

რედაქტირება

2006 წლის აპრილში ცნობილი გახდა, რომ ლეიბორისტული პარტიის მიერ ქუინი ნომინირებული იყო პერის წოდებისთვის.[2] 30 მაისს ქუინმა ტაინისა და ვიარის ოლქის ფარგლებში გეითსჰედის ბარონესას წოდება მიიღო.[3] 2010 წლის მაისში ქუინი დაინიშნა გარემოს დეპარტამენტის, კვებისა და სასოფლო საქმეების ჩრდილოვან მინისტრად, თუმცა არჩევნებში ლეიბორისტული პარტიის ლიდერის, ედ მილიბენდის გამარჯვების შემდეგაც შეინარჩუნა საკუთარი ადგილი. 2011 წლის ივლისში მან დატოვა საკუთარი თანამდებობა.

2007 წლის ნოემბერში, ბარონესა ქუინი დაინიშნა ფრანგულ-ბრიტანული საბჭოს თამჯდომარედ (ბრიტანული სექცია). 2010 წელს იგი საფრანგეთის მთავრობის მიერ დაჯილდოვდა "საპატიო ლეგიონის ოფიცრის" წოდებით.

2014 წელს ჯოის ქუინმა მისგან აიღო ინტერვიუ პარლამენტის ისტორიის შესახებ, რომელიც განხორციელდა ზეპირსიტყვიერი ისტორიული პროექტის ფარგლებში.[4]

1976 წლიდან ქუინი ეწეოდა მოხალისეობრივ გიდობას ქალაქ ნიუკასლში. ის იყო Northumbrian Pipers' Society-ის პრეზიდენტი (2009 წლიდან) და Northumbrian National Park Foundation-ის პრეზიდენტი (2016 წლიდან). 2017 წლის სექტემბრიდან, მას უკავია Tyne and Wear Museums-ის სტრატეგიული საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა.

2010 წელს ქუინმა გამოსცა წიგნი, სახელწოდებით "ბრიტანული კონსტიტუცია, განგრძობადობა და ცვლილება - შიდა ხედვა: ავტორიტარული წარმოდგენა ბრიტანელთა მოდერნული შრომის შესახებ",[5] რომელიც გამოქვეყნდა ჩრდილოელი მწერლების მიერ (ISBN 9780955386985). ქუინის მოირა კილკენთან თანაავტორობით, Tyne Bridge-ის გამომცემლობის მიერ (ISBN 9780951048863) პირველად - 2018 წელს, ხოლო ხელმეორედ - 2019 წელს გამოიცა წიგნი, სახელწოდებით - "ჩრდილოეთის ანგელოზები - ჩრდილო-აღმოსავლეთის გამოჩენილი ქალბატონები".

  1. "The Honourable Ladies: Profiles of Women MPs 1918–1996" (Vol 1) Edited by Iain Dale and Jacqui Smith ISBN 9781785902444
  2. „New working life peers unveiled“. BBC News Online. 11 April 2006. ციტირების თარიღი: 2009-05-25.
  3. „No. 58001“. The London Gazette: 7665. 5 June 2006.
  4. Joyce Quin interviewed by Isobel White. British Library Sound Archive. ციტირების თარიღი: 26 January 2018[მკვდარი ბმული]
  5. Robert Waller, Byron Criddle, The Almanac of British politics (vol 7), Routledge (2002); ISBN 0-415-26833-8, ISBN 978-0-415-26833-2, page 383.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჯოის_ქუინი“-დან