ჯოზეფ დენი (დ. 30 აგვისტო, 1768 – გ. 7 იანვარი, 1812) — ამერიკელი მწერალი და ჟურნალისტი, რომელიც ფედერალისტური პერიოდის ერთ-ერთი გამორჩეული ინტელექტუალი იყო.[6] ფედერალისტი დენი, ყველაზე მეტად ცნობილია თავისი ესეებით, სათაურით „ლეი ფრიჩერი“ და ასევე როგორც Port Folio-ს დამფუძნებელი რედაქტორი, ჟურნალის, რომელიც მხარს უჭერდა და იზიარებდა კლასიკურ რესპუბლიკურ ღირებულებებს. Port Folio იყო თავისი დროის საუკეთესო და ყველაზე წარმატებული ლიტერატურული გამოცემა,[7][8][9] და ასევე პირველი მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ლიტერატურული ჟურნალი ამერიკის შეერთებულ შტატებში.[10] ერთხელ ტიმოთი დუაიტ IV-მ ჯოზეფ დენის ამერიკის „თომას ედისონი“[11] და „ამერიკული ბელეტრისტიკის“ მამა უწოდა.[12]

ჯოზეფ დენი
დაბადების თარიღი 30 აგვისტო, 1768(1768-08-30)[1] [2] [3] [4]
დაბადების ადგილი ბოსტონი
გარდაცვალების თარიღი 7 იანვარი, 1812(1812-01-07)[1] [2] [3] [4] (43 წლის)
საქმიანობა ადვოკატი, რედაქტორი, ჟურნალისტი, პოეტი და მწერალი[5]
მოქალაქეობა აშშ
ალმა-მატერი ჰარვარდის უნივერსიტეტი და ჰარვარდის კოლეჯი

ცხოვრების ადრეული ეტაპი და კარიერა

რედაქტირება

დენი დაიბადა 1768 წლის 30 აგვისტოს, ბოსტონში (მასაჩუსეტსი), ჯოზეფ დენის, მდიდარი ვაჭრისა და მისი მეუღლის, მერი გრინის ოჯახში, რომლის მამაც სტამბის მფლობელი ბართლომე გრინი იყო.[13] გრინები წარმოადგენდნენ ცნობილი სტამბის მფლობელ ოჯახს კოლონიალურ ამერიკაში, რომლებიც იყვნენ ცნობილი მსტამბავი სამუელ გრინის შთამომავლები, რომელიც ინგლისადან ჯონ უინთროფთან ერთად ემიგრაციაში წავიდა და რომლებმაც პირველი სტამბა დააარსეს კოლონიებში.[14] მას შემდეგ რაც შვიდი წლის ასაკში დენი ლექსინგტონში (მასაჩუსეტსი), გადავიდა, 1783 წელს იგი ბოსტონში დაბრუნდა ბუღალტერიის, ხოლო მოგვიანებით კლერკის საქმის შესასწავლად. 1785 წელს, მან მომზადება დაიწყო ჰარვარდის კოლეჯში ჩასარიცხად, რევერენდ სამუელ ვესტის მეთვალყურეობის ქვეშ. ვესტს დიდი გავლენა ჰქონდა დენიზე, რომელიც თავის მოსწავლეებს ზოგადად, ლიტერატურის ინტერესს უღვივებდა, ხოლო დენის იგი მიზანმიმართულად პრო-ბრიტანულ აზროვნებას უნერგავდა.[15]

1787 წელს დენი ჰარვარდის კოლეჯის მეორე კურსზე დასვეს, სადაც იგი ძალიან პოპულარლი იყო თავის თანატოლებში.[16] ეს პოპულარობა მის მასწავლებლებზე დიდად არ მოქმედებდა და მას 1789 წლის დეკემბერში, ფაკულტეტის შეურაცხყოფისათვის ექვსი თვით სწავლის უფლება შეუჩერეს.[15][17] დიპლომის აღების შემდეგ დენის თავისი პროფესიის შესაბამისი სამსახურის შოვნა გაუჭირდა და იურისპრუდენციის პრაქტიკანტად მოეწყო (სადაც ძალიან მცირე ანაზღაურებას იღებდა).[18] თუმცა, 1794 წლის იანვარში მის მშობლებთან გაგზავნილ წერილში, დენი წერს რომ იგი მედავითნედ დანიშნეს საეპისკოპოსო ეკლესიაში ჩარლზთაუნში, (ნიუ ჰემფშირი). მიუხედავად ამისა, იგი ამტკიცებდა რომ მისი ეს ახალი პროფესია ხელს არ შეუშლიდა მას იურისპრუდენციის პრაქტიკის გაგრძელებაში, თუმცა იმ დროსთვის იგი უფრო ნიუ ჰემფშირში პრაქტიკის გასაგრძელებლად დარჩენას გეგმავდა ვიდრე მასაჩუსეტსში დაბრუნებას.[19] წერილის დაწერიდან ცოტა ხანში, დენი საერთო შუამდგომლობის სასამართლოზე დაუშვეს და იგიც შეუდგა პრაქტიკას ჩარლზთაუნში.[20] თუმცა, იგი იშვიათად ჩნდებოდა ღია სასამართლოზე;[21] რეალურად, იგი მხოლოდ ერთადერთხელ გამოჩნდა.[22]

გარდაცვალება

რედაქტირება

დენის ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა მთელი ცხოვრების მანძილზე, ამავდროულად იგი ძლიერ დამოკიდებული იყო ღვინის სმაზე.[23] მამამისი (რომელიც განიცდიდა ფსიქიკურ აშლილობას)[24] გარდაიცვალა 1811 წლის 28 სექტემბერს; დენის არ შეეძლო დასწრებოდა მამამისის დაკრძალვას, რადგან თვითონაც ძალიან ავად იყო ამ დროს, რამაც იგი დიდად დაამწუხრა.[25] ცოტა ხანში იგი გამოჯანმრთელდა კიდეც, მაგრამ მამის გარდაცვალებიდან ოთხი თვის შემდეგ ქოლერით დაავადდა.[26] დენი გარდაიცვალა 1812 წლის 7 იანვარს. ორი დღის შემდეგ იგი ფილადელფიაში, წმინდა პეტრეს ეკლესიაში დაკრძალეს.[27] მისი ეპიტაფიის ავტორია ჯონ კუინსი ადამსი.[28] ეპიტაფიაზე მისი დაბადების ადგილი ლექსინგტონი მასაჩუსეტსი, შეცდომით არის მითითებული; სინამდვილეში კი, დენი დაიბადა ბოსტონში, მაგრამ მისი ოჯახი ამის შემდეგ ლექსინგტონში გადავიდა საცხოვრებლად .[29]

დამატებითი ლიტერატურა

რედაქტირება
  • Rothman, Irving N. (1973). "Alexander Wilson's Forest Adventure: the Sublime and the Satirical in Wilson's Poem 'The Foresters.'" Journal of the Society in the Bibliography of Natural History [British Museum] 6142-54. [The Port Folio]
  • Rothman, Irving N. (1979). "An Imitation of Boileau's Fourth Satire in the American Republic." Revue de Litérature Comparée 53 (Jan.-March): 76-85. [The Port Folio]
  • Rothman, Irving N. (1973). "John Trumbull's Parody of Spenser's Epithalamium," The Yale University Library Gazette 47 (April): 193-215. [The Port Folio]
  • Rothman, Irving N. (2003). “Joseph Dennie, a Sceptic, and Philip Freneau, a Celebrant, on Ballooning in Early America.” Y2002 Annual Report of the Institute for Space Systems Operations. Houston: ISSO, 118-23. [The Port Folio]
  • Rothman, Irving N. (1973). “Niagara Falls and The Port Folio.” Aldus [University of Houston] 11:242-54.[The Port Folio]
  • Rothman, Irving N.(1968). "Structure and Theme in Samuel Ewing's Satire, the 'American Miracle,'" American Literature 40 (November):294-308. [The Port Folio]
  • Rothman, Irving N. (1971). "Two Juvenalian Satires by John Quincy Adams." Early American Literature 6:234-51. [The Port Folio]
  • Rothman, Irving N. (1967). Verse Satire in The Port Folio, an Early American Magazine, Edited by Joseph Dennie, 1801-1812. Ph.D. Dissertation, University of Pittsburgh. i-viii, 1-220.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 SNAC — 2010.
  3. 3.0 3.1 Encyclopædia Britannica
  4. 4.0 4.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  5. Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
  6. Massachusetts Historical Society 1879, p. 362
  7. Spiller 1948, p. 36
  8. Horner 1966, p. 581
  9. Lora 1999, p.108
  10. Dowling 1999, p. 1
  11. Lora 1999, p. 107
  12. Marble 1907, p. 206
  13. Ellis 1915, pp. 12-14
  14. Thomas 1879, p. 49
  15. 15.0 15.1 McKerns 1989, p. 178
  16. Clapp 1880, p. 8
  17. Clapp 1880, p. 9
  18. Clapp 1880, pp. 13-16
  19. Clapp 1880, pp. 15-23
  20. Clapp 1880, p. 23
  21. Buckingham 1852, pp. 198-199
  22. Ward 1896, pp. 667-668
  23. Govan 1951, p. 39
  24. Ellis 1915, p. 12
  25. Ellis 1971, pp. 208-209
  26. Ellis 1971, p. 211
  27. Clapp 1880, p. 36
  28. Marble 1907, p. 231
  29. Smyth 1892, pp. 110-111