ჯოვანა ანტონელი (პორტ. Giovanna Antonelli, დ. 18 მარტი, 1976, რიო-დე-ჟანეირო) — ბრაზილიელი მსახიობი, ტელეწამყვანი და პროდიუსერი.

ჯოვანა ანტონელი

ჯოვანას მამა ოპერის მომღერალი იყო დედა — ბალერინა. ჰყავს უფროსი ძმა ლეონარდო, რომელიც ადვოკატია. ჯოვანამ თავისი კარიერა დაიწყო 14 წლის ასაკში, მან მონაწილეობა მიიღო საბავშვო გადაცემა „რედე მანჩეტეში“, როგორც წმაყვანის თანაშემწემ. მისი პირველი ეპიზოდური როლი იყო სერიალ „ტროპიკელ ქალში“ . მას შემდეგ ჰქონდა არაერთი როლებიც, მაგრამ პოპულარობა 2000 წელს „ოჯახურ ურთიერთობებში“ შესრულებულმა მეძავმა კაპიტუმ მოუტანა. ამას მოყვა სერიალი კლონი 2001 წელს, რომელმაც ჯოვანა მეგავარსკვლავად აქცია. 2000 წელს ის პირველად ასრულებს უარყოფით პერსონაჟს სერიალ „ცოდვის ფერში“. მისი ბოლო ნამუშევარია, მანუელ კარლუშის „დატკბი ცხოვრებით“.

მისი პირველი ქმარი ბიზნესმენი რიკარდო მედინა იყო, რომელსა ჯოვანა პატარაობიდან იცნობდა. ისინი 1997 წელს დაქორწინდნენ და 2001 წელს დაშორდნენ. კაცი რომლის გამოც რიკარდოს დაშორდა იყო მურილუ ბენისიუ, ისინი სერიალ კლონის გადაღებებზე შეხვდნენ და თავიანთი ულამაზესი სიყვარული ტელეეკრანიდან რეალობაში გადაიტანეს. 2005 წელს მათ შვილი პიეტრო შეეძინათ. მაგრამ, მალევე, მათი ლამაზი სიყვარულის ისტორიაც დამთავრდა. 2007 წელს ჯოვანა ამერიკელ ბიზნესმენს გაყვა ცოლად. ისინი ამერიკაში აპირებდნენ ცხოვრებას, მაგრამ მურილუმ სასამართლოში იჩივლა, რადგანაც არ უნდოდა, რომ თავის შვილს საზღვარგარეთ ეცხოვრა მისგან შორს. ეს ამბავი კი იმით დამთავრდა, რომ ქორწინებიდან ოთხი თვის შემდეგ ჯოვანა ქმარს დაშორდა. 2010 წელს კი რეჟისორ ლეონარდო ნოგუერასგან, ტყუპები სოფია და ანტონია შეეძინა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება