ჯიხაშკარის ეკლესია

არქიტექტურული ძეგლი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარში.

ჯიხაშკარის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარში. მდებარეობს ზუგდიდიდან 15 კმ-ის დაშორებით, მაღალ მთაზე. ნაშენია რიყის ქვით, ქვიშაქვითა და ადგილობრივი კლდის ქვით, კირის დუღაბზე, რიგების დაცვით. ეკლესია დანგრეულია, შემორჩენილია მხოლოდ აღმოსავლეთისა და სამხრეთის კედლები.

ჯიხაშკარის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
პროვინცია სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
ადგილმდებარეობა ჯიხაშკარი

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 9036