აზამატ ჯიოევი

(გადამისამართდა გვერდიდან ჯიოევი, აზამატ)

აზამატ ჯიოევი (რუს. Джиоев Азамат Ростикович; დ. 6 იანვარი, 1991, ვლადიკავკაზი) — რუსეთის ფეხბურთელი, ქობულეთის „შუქურას“ მეკარე.

აზამატ ჯიოევი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
აზამატ ჯიოევი
დაბადების
თარიღი
6 იანვარი, 1991 (1991-01-06) (33 წლის)
დაბადების
ადგილი
ვლადიკავკაზი, საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
სიმაღლე 193 სმ
სათამაშო
პოზიცია
მეკარე
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
შუქურა ქობულეთი
ნომერი 1
ახალგაზრდული კარიერა
2008–2011 სპარტაკი მოსკოვი
2011–2013 ანჟი მაჰაჩყალა
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2011-2012 ანჟი მაჰაჩყალა 0 (0)
2014 მიტოსი
2014- შუქურა ქობულეთი 2 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 22 სექტემბერი, 2014

ფეხბურთის თამაში დაიწყო ვლადიკავკაზის საფეხბურთო სკოლა „იუნოსტში“, რომლის დასრულების შემდეგაც მიიწვიეს მოსკოვის „სპარტაკის“ ახალგაზრდულ გუნდში, სადაც 3 სეზონი გაატარა. წითელ-თეთრებში ჯიოევმა ფეხის მოკიდება ვერ შეძლო და 3 სეზონის განმავლობაში მხოლოდ 4 მატჩი ჩაატარა. 2011 წელს გადავიდა მაჰაჩყალის „ანჟიში“, სადაც ახალგაზრდულ გუნდში 28 მატჩი ჩაატარა. „ანჟის“ ძირითადი გუნდის 18 კაციან განაცხადში მოხვდა 3-ჯერ, მაგრამ თამაშის საშუალება არ მისცემია. 2014 წელს ირიცხებოდა რუსეთის პროფესიონალური ლიგის კლუბ „მიტოსში“, ამავე წლის აგვისტოდან ქობულეთის „შუქურას“ ფეხბურთელია.

ტიტულები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება