ჯიმშერ ბათლომეს ძე გუჯაბიძე (დ. 30 ნოემბერი, 1930, ფოთი — გ. 2015) — ქართველი ექიმი, ბავშვთა უროლოგი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1987), პროფესორი (2002).

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი (1955). 1955–1958 წლებში მუშაობდა მოსკოვის ოლქში ქირურგად, 1969–1989 წლებში — საქართველოს უროლოგიისა და ნეფროლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ბავშვთა განყოფილებაში (1990 წლიდან გამგე), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უროლოგიის კათედრის პროფესორი (1998), თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიული ფაკულტეტის უროლოგიის კურსის ხელმძღვანელი (1996). 2008 წლიდან მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ქირურგიული დეპარტამენტის კონსულტანტი. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2001).

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • თირკმელების და შარდსაწვეთების ანომალიები, თბ., 1978;
  • უროლოგიის ცნობარი, თბ., 1978;
  • ქვედა საშარდე გზების განვითარების ანომალიები ბავშვთა ასაკში, თბ., 1984;
  • შარდსადენი მილი – ურეთრა და…, თბ., 2002.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება