ჯიმითის მესამე ეკლესია

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჯიმითის ეკლესია.

ჯიმითის მესამე ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიმითის ნასოფლარის ტერიტორიაზე. განეკუთვნება შუა საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზულია (7,2 x 4,1 მ). ნატეხია რიყისა და ნატეხი ქვით. ძლიერაა დაზიანებული. შემორჩენილი კედლების მაქსიმალური სიმაღლე 2,6 მეტრია. ინტერიერი 0,5 მეტრ სიმაღლეზე მიწითაა ამოსვსებული. შესასვლელი სამხრეთ კედლის შუაშია. კარი გარედან თარაზულადაა გადახურული. შიგნით თაღოვანია. აფსიდი ნალისებრი ფორმისაა, იგი შუაში განგრეულია და სარკმლის კვალი არ ჩანს. აფსიდის გვერდებში თითო მცირე ზომის ოთხკუთხა ნიშაა.

ლიტერატურა რედაქტირება