ჯიმითის მეოთხე ეკლესია

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჯიმითის ეკლესია.

ჯიმითის მესამე ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიმითის შროშანულად წოდებულ ადგილზე, განეკუთვნება ადრინდელ შუა საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზულია. ჩრდილოეთიდან ეკვრის თანადროული ეგვტერი. აღმოსავლეთით საკურთხევლის შვრელითაა დასრულებული. რომელიც მის შიდა მოხაზულობას იმეორებს. მათგან მთავარი სამხრეთით მდებარეა იგი ჩრდილოეთიდან სადგომთან ბევრად უფრო ფართოა და მაღალი. ჩრდილოეთ სადგომი (სიგრძე- 1,8 მეტრი) სივრცით თითქმის მთავარი სივრცის ტოლია და როგორც ჩანს ცალფერდა სახურავითაა გადახურული. ეკლესია ნაგებია უხეში დამუშავებული ქვის კვადრებით და კირის ხსნარით, გამოყენებულია რიყის ქვაც. ძლიერაა დაზიანებული, თითქმის მთლიანადაა დანგრეული ჩრდილოეთ სადგომი. დანგრეულია მთავარი სადგომის კედლის ზედა ნაწილები და გადახურვა. ეკლესიის შესასვლელი სამხრეთ სადგომის დასავლეთ კედელშია მოწყობილი. კარი თაღოვანია აღმოსავლეთით ნალისებრი აფსიდია, იგი შუაში განგრეულია და სარკმლის კვალი არ ჩანს, დასავლეთ კედლის ზედა ნაწილში სწორკუთხა სარკმელია. ჩრდილოეთ აფსიდის სადგომიც ნალისებრია. მის სამხრეთ გვერდში ერთი ნიშაა დამალავით. რამდენიმე მცირე ზომის ნიშაა სამხრეთ კედელშიც. ჩრდილოეთ და დასავლეთ კედელები 0,3 - 0,5 მეტრის სიმაღლეზე დგანან.

ლიტერატურა რედაქტირება