ჯერი ჰოლიუელი
ჯერალდინ „ჯერი“ ესტელ ჰორნერი (ქორწინებამდე ჰოლიუელი, დ. აგვისტო, 1972) — ინგლისელი პოპ-მომღერალი, სიმღერების ავტორი, მწერალი, ფილანტროპი და მსახიობი. იგი უფრო მეტად ცნობილია ჯგუფის Spice Girls წევრობით. 1998 წელს ჯგუფიდან წასვლის შემდეგ მან გამოსცა სოლო ალბომი Schizophonic. აგრეთვე დღემდე გამოსულია მისი ორი დისკი - Scream If You Wanna Go Faster და Passion და მთლიანობაში 4 სინგლი, რომელიც მოხვდა ბრიტანეთის ჩარტების #1 პოზიციებზე - Mi Chico Latino, Lift Me Up, Bag It Up და It's Raining Men. როგორც სოლო-შემსრულებელს, ჯერის საერთო ჯამში მსოფლიო მასშტაბით გაყიდული აქვს 12 მილიონი ჩანაწერი.
ჯერი ჰოლიუელი | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | ჯერალდინ ესტელ ჰოლიუელი |
აგრეთვე ცნობილი როგორც | ჯინჯერ სპაისი, ჯინჯერი |
დაბ. თარიღი |
6 აგვისტო, 1972 უოტფორდი, ჰერტფორდშირი, ინგლისი, გაერთიანებული სამეფო |
დაბ. ადგილი | Watford General Hospital |
წარმოშობა | ლონდონი, ინგლისი, გაერთიანებული სამეფო |
ჟანრ(ებ)ი | პოპი, საცეკვაო პოპი, პოპ-როკი |
საქმიანობა | სიმღერების ავტორი, ვოკალისტი, ფილანტროპი, მწერალი, მსახიობი |
აქტიური | 1994–დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი |
Virgin (1996–98) EMI (1999–2003) Innocent(2004–05) 19 (2010–დღემდე) |
საიტი | ოფიციალური საიტი |
ჯერი ჰოლიუელი ვიკისაწყობში |
დისკოგრაფია
რედაქტირება- სტუდიური ალბომები
- Schizophonic (1999)
- Scream If You Wanna Go Faster (2001)
- Passion (2005)
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ჯერი ჰოლიუელი“ ვიკისაწყობში.
- ოფიციალური საიტი დაარქივებული 2013-01-27 საიტზე Wayback Machine.
- ჯერი ჰოლიუელი კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში