ჯერემი რენერი (ინგლ. Jeremy Lee Renner; დ. 7 იანვარი 1971, მოდესტო, კალიფორნია, აშშ) — ამერიკელი კინომსახიობი და მუსიკოსი. კინოში გამოჩნდა უმეტესად 2000-იან წლებში, სადაც ძირითადად მეორეხარისხოვან როლებს ასრულებდა. რენერი ორჯერ იყო ნომინირებული ოსკარის პრემიაზე.

ჯერემი რენერი

ჯერემი რენერი 2014 წელს
დაბადების სახელი ჯერემი ლი რენერი
დაბადების თარიღი 7 იანვარი 1971
მოდესტო, კალიფორნია, აშშ
საქმიანობა მსახიობი
მუსიკოსი
აქტიური 1995–დღემდე
მეუღლე(ები) სონი პაჩეკო (დაქორწინდნენ 2014)
შვილ(ებ)ი 1

ბიოგრაფია რედაქტირება

ჯერემი რენერი დაიბადა კალიფორნიის შტატის ქალაქ მოდესტოში. იგი ვალერი კერლისა და ლი რენერის შვილია.[1] ჰყავს ხუთი უმცროსი ალალი ძმა. დაამთავრა ფრედ ბეიერის საშუალო სკოლა, რის შემდეგ სწავლა განაგრძო ორწლიანი კურსით ქალაქ მოდესტოში.[2] რენერმა კინოკარიერა დაიწყო როგორც ქარიზმატულმა ანტიგმირმა.[3]

მას განსახიერებული აქვს მეჩვიდმეტე საუკუნის ვამპირის, შეიარაღებული ალკოჰოლიკის, სერიული მკვლელისა და სხვა როლები. რენერმა მონაწილეობა მიიღო ასევე სატელივიზიო პროექტებში: „ანგელოზი“, „დანაშაულის ადგილი“, „ექიმი ჰაუსი“ და სხვა. რენერმა კინოკრიტიკოსების მხრიდან ყურადღება მიიქცია შესრულებული როლებით ფილმებში: „დამერი“, „ნეო ნედი“. საყოველთაო პოპულარობა და აღიარება მოუტანა ფილმმა „ქარიშხლის მბრძანებელი“. ამ ფილმში შესრულებული როლისთვის ჯერემი რენერი ნომინირებულ იყო ოსკარის პრემიაზე, როგორც საუკეთესო მსახიობი. 2010 წელს როლი მიიღო ბენ აფლეკის ფილმში „ქალაქი“. შესრულებული როლისთვის რენერმა მეორეჯერ მიიღო ოსკარის პრემიაზე ნომინაცია.

2011 წლის 14 დეკემბერს „შეუსრულებელი მისიის“ მეოთხე ნაწილის პრემიერა გაიმართა, ფილმში რენერმა ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა, მან ითან ჰანთის თანაშემწე აგენტი უილიამ ბრენდტი განასახიერა. 2012 წელს რენერის პოპულარობა კიდევ უფრო გაიზარდა, მსახიობმა „ბორნის“ სერიების მთავარი გმირი ჯეისონ ბორნი შეცვალა, რომელსაც მეტ დეიმონი ასრულებდა და ახალ სერიაში ახალი აგენტი აარონ კროსი განასახიერა.

2013 წლის იანვარში, კინოგაქირავებაში გამოვიდა ფილმი „ალქაჯებზე მონადირეები“, სადაც რენერმა ჯემა არტენტონთან ერთად მთავარი როლი შეასრულა, პრემიერიდან ორ თვეში კი მსახიობი 42 წლის ასაკში მამა გახდა, მას 28 მარტს ქალიშვილი შეეძინა.

ფილმოგრაფია რედაქტირება

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1995 უფროსი კლასის მოსწავლის მგზავრობა National Lampoon's Senior Trip დაგსი
2000 ანგელოზი Angel პენი
2001 დანაშაულის ადგილი CSI: Crime Scene Investigation როჯერ ჯენინგსი
2001 თევზის კასრი Fish in a Barrel რემი
2002 დამერი Dahmer ჯეფრი დამერი
2002 მაიმუნის სიყვარული Monkey Love დილი
2003 ანგელოზთა ქალაქის სპეცრაზმი S.W.A.T. ბრაიან გემბლი
2004 მატყუარა გრძნობები The Heart Is Deceitful Above All Things ემერსონი
2005 მცირეოდენი გასეირნება ზეცაში A Little Trip to Heaven ფრედი
2005 ჩრდილოეთის ქვეყანა North Country ბობი შარპი
2005 თორმეტი და ჰოლდინგი 12 and Holding გას მეიტლანდი
2005 ნეო ნედი Neo Ned ნედი
2005 დოგთაუნის მეფეები Lords of Dogtown ჯეი ადამს მენეჯერი
2007 28 კვირის შემდეგ 28 Weeks Later სერჟანტი დოილი
2007 აიღე Take საული
2007 ექიმი ჰაუსი House ჯიმი კუიდი
2007 ჯესი ჯეიმზის მკვლელობა The Assassination of Jesse James by the Coward Robert Ford ვუდ ჰიტი
2009 ქარიშხლის მბრძანებელი The Hurt Locker სერჟანტი უილიამ ჯეიმზი
2010 ქალაქი The Town ჯეიმზ კაფლინი
2011 თორი Thor კლინტ ბარტონი
2011 შეუსრულებელი მისია: ფანტომის პროტოკოლი Mission: Impossible – Ghost Protocol ბრანდტი
2012 შურისმაძიებლები The Avengers კლინტ ბარტონი
2012 ბორნის მემკვიდრეობა The Bourne Legacy აარონ კროსი
2013 ჯადოქარზე მონადირეები Hansel & Gretel: Witch Hunters ჰენსელი
2013 იმიგრანტი The Immigrant ორლანდო
2013 ამერიკული შეხლა-შემოხლა American Hustle კარმინ პოლიტო
2014 მოკალი მაცნე Kill the Messenger გერი ვები
2015 შეუსრულებელი მისია Mission: Impossible 5 უილიამ ბრანდტი
2015 შურისმაძიებლები: ულტრონის ეპოქა Avengers: Age of Ultron კლინტ ბარტონი
2016 კაპიტანი ამერიკა: სამოქალაქო ომი Captain America: Civil War კლინტ ბარტონი

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Pardee, Thomas; John Holland (Saturday, January 5, 2008). „Actor Jeremy Renner escapes injury as huge tree topples“. The Modesto Bee. დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 18, 2008. ციტირების თარიღი: 25 თებერვალი, 2010. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  2. Staff writers (February 2, 2010). „Oscar Nominee Renner: 'It's Awesome. Really Awesome': Modesto actor nominated for best actor in 'The Hurt Locker'. The Modesto Bee. დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 11, 2012. ციტირების თარიღი: February 25, 2010.
  3. "Jeremy Renner"