ჯერარდ უეი (ინგლ. Gerard Way; დ. 9 აპრილი, 1977, ნიუ ჯერსი) — როკ-ჯგუფ My Chemical Romance-ის ვოკალისტი, ბავშვობის დროს მას ბებია ელენა ასწავლიდა დაკვრას სხვადასხვა ინსტრუმენტზე, სიმღერას, განსხვავებულ პერფორმანსების მოფიქრებასა და განხორციელებას. ელენას დახმარებით და ხელშეწყობით ჯერარდი 11 წლიდან უკრავდა და მღეროდა სხვადასხვა მუსიკალურ ჯგუფებში, სწორედ მისი დიდი დამსახურებაა ჯერარდისა და მისი ძმის მაიკის დიდი სიყვარული მუსიკისადმი, რომელიც ასევე არის My Chemical Romance-ის წევრი და უკრავს ბას-გიტარაზე.

ჯერარდს ასევე უყვარს ხატვა და კომიქსები, ის სწავლობდა ნიუ იორკში School of Visual Arts და ოცნენბობდა გამხდარიყო კომიქსების ცნობილი ავტორი.

ნაწილობრივ ეს ოცნება აუხდა, 2007 წელს გამოვიდა მისი პირველი კომიქსების კრებული The Umbrella Academy, რომელმაც 2008 მოიპოვა გამარჯვება Eisner Award-ზე, საერთაშორისო კომიქსების დაჯილდოებაზე.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება