ჯერარდ პეტერ კოიპერი
ჯერარდ პეტერ კოიპერი (ინგლ. Gerard Peter Kuiper [dʒɛrɑːrd ˈpiːtər ˈkaɪpər], ნიდერლ. Gerrit Pieter Kuiper [ˈɣɛrɪt ˈpitər ˈkœypər]; დ. 7 დეკემბერი, 1905, ტოიტიენჰორნი — გ. 23 დეკემბერი, 1973, მეხიკო) — ნიდერლანდელი წარმოშობის, ამერიკელი ასტრონომი. აშშ-ს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი (1950), ნიდერლანდების მეცნიერებათა სამეფო აკადემიის წევრი.[20]
ჯერარდ პეტერ კოიპერი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 7 დეკემბერი, 1905[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] |
დაბ. ადგილი | Tuitjenhorn[9] |
გარდ. თარიღი | 24 დეკემბერი, 1973[1] [3] [4] [8] (68 წლის) |
გარდ. ადგილი | მეხიკო[8] |
მოქალაქეობა |
ნიდერლანდების სამეფო აშშ[10] |
საქმიანობა | ასტრონომი, პლანეტოლოგი, კარტოგრაფი და უნივერსიტეტის პროფესორი |
მუშაობის ადგილი | ლიკის ობსერვატორია[8] [11] , ჰარვარდის კოლეჯის ობსერვატორია[8] [12] , იერკის ობსერვატორია[13] [10] [8] და Lunar and Planetary Laboratory[10] [14] [8] |
ალმა-მატერი | ლეიდენის უნივერსიტეტი[8] [15] და ლეიდენის უნივერსიტეტი[8] [16] |
მეუღლე | უცნობი[17] [10] |
ჯილდოები | ჟიულ ჟანსენის პრემია[18] და ჰენრი ნორის რასელის პრემია[19] |
ბიოგრაფია
რედაქტირებაჯერარდ პეტერ კოიპერი დაიბადა 1905 წლის 7 დეკემბერს ჩრდილოეთ ჰოლანდიის სოფელ ტოიტენჰორნში. მკერავის ვაჟს, კოიპერს, ბავშვობიდანვე დიდი ინტერესი ჰქონდა ასტრონომიის. მას ჰქონდა არაჩვეულებრივად კარგი მხედველობა. შეეძლო შეუიარაღებელი თვალით დაენახა 7.5 სიკაშკაშის ვარსკვლავი, რომელიც დაახლოებით ოთხჯერ უფრო სუსტია, ვიდრე ჩვეულებრივ თვალით ხილვადი.
1924 წელს სწავლობდა ლეიდენის უნივერსიტეტში, სადაც იმ დროს ასტრონომების ძალიან დიდი რაოდენობა იყო თავმოყრილი. ის დაუმეგობრდა კოლეგებს ბარტ ბოკსა და პიტერ ოსტერჰოფს. მისი ლექტორები იყვნენ ეჯნარ ჰერცპრუნგი, ანტონი პანეკოეკი, ვილემ დე სიტერი, იან ვოლტჯერი, იან ოორტი და ფიზიკოსი პოლ ერენფესტი. მან მიიღო ასტრონომიის კანდიდატის ხარისხი 1927 წელს და პირდაპირ განაგრძო სწავლა.
1933 წელს კუიპერმა დაიცვა სადოქტორო ნიდერლანდების ლეიდენის უნივერსიტეტში თეზისზე „ორობითი ვარსკვლავების შესახებ“ (ჰერცსპრუნგთან ერთად).
1935 წელს იგი გაემგზავრა ჰარვარდის კოლეჯის ობსერვატორიაში სამუშაოდ, სადაც გაიცნო სარა პარკერ ფულერი (1913-2000), რომელზეც დაქორწინდა 1936 წლის 20 ივნისს. მიუხედავად იმისა, რომ გეგმავდა იავაში გადასვლას ბოსშის ობსერვატორიაში სამუშაოდ, მან მიიღო შემოთავაზება ჩიკაგოს უნივერსიტეტის იერკესის ობსერვატორიაში, სადაც მიიღო ამერიკის მოქალაქეობა 1937 წელს.
მეორე მსოფლიო ომის დროს, 1943-1945 წლებში, კოიპერმა აიღო შვებულება ჩიკაგოს უნივერსიტეტში, ჰარვარდის რადიოკვლევით ლაბორატორიაში რადიოლოკაციური კონტრზომების შესასწავლად. ამის გამო იგი მიმაგრებულ იქნა ინგლისის მერვე საჰაერო ძალების შტაბ-ბინაზე (1944). გერმანული მეცნიერების მდგომარეობის შეფასების გარდა, კოიპერს ეკუთვნის თამამი ნაბიჯი გადადგმული მაქს პლანკის გადასარჩენად, რომელიც ჩარჩენილი იყო გერმანიის აღმოსავლეთ ზონაში, რის გამოც მას ემუქრებოდა საბჭოთა კავშირის ტყვედ მოხვედრა.
1947-1949 წლებში კოიპერი მსახურობდა მაკდონალდის ობსერვატორიის დირექტორად დასავლეთ ტეხასში. 1949 წელს კოიპერმა წამოიწყო იერკეს–მაკდონალდის ასტეროიდების კვლევა. 1950-1960 წლებში იყო პროფესორი ჩიკაგოს უნივერსიტეტში, ხელმძღვანელობდა იერკესის ობსერვატორიას. ის იყო კარლ სეიგანის დოქტორის მრჩეველი. 1958 წელს ისინი მუშაობდნენ საიდუმლო სამხედრო პროექტზე A119, საჰაერო ძალების საიდუმლო გეგმა მთვარეზე ბირთვული ქობინის აფეთქების შესახებ.
1960 წელს კუიპერი საცხოვრებლად გადავიდა ტუსონში, არიზონაში, რათა დაეარსებინა მთვარის და პლანეტარული ლაბორატორია არიზონას უნივერსიტეტში და მსახურობდა ლაბორატორიის დირექტორად სიცოცხლის ბოლომდე, 1973 წლამდე სიკვდილამდე.
ხსოვნა
რედაქტირებამის პატივსაცემად ნეპტუნის გარე ორბიტაზე მოძრავ ყინულოვან-ლოდოვან სხეულებს კოიპერის სარტყელი დაარქვეს. აგრეთვე მის სახელს ატარებს: ასტეროიდი (1776 კოიპერი) და კრატერები მთვარეზე, მარსსა და მერკურიზე.
ყოველწლიურად, ამერიკის ასტრონომიული საზოგადოება აჯილდოვებს კოიპერის პრემიით მკვლევარებს პლანეტარულ მეცნიერებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის.
ლიტერატურა
რედაქტირება- Колчинский И. Г., Корсунь А. А., Родригес М. Г. Астрономы: Биографический справочник. — 2-е изд., перераб. и доп.. — Киев: Наукова думка, 1986. — 512 с.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Gerard Pieter Kuiper — 2009.
- ↑ 3.0 3.1 SNAC — 2010.
- ↑ 4.0 4.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
- ↑ KNAW Past Members
- ↑ ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ 8.0 8.1 8.2 8.3 8.4 8.5 8.6 8.7 8.8 http://www.nasonline.org/publications/biographical-memoirs/memoir-pdfs/kuiper-gerard.pdf — მეცნიერებათა ეროვნული აკადემია.
- ↑ 9.0 9.1 Sears D. W. G. Gerard P. Kuiper and the Rise of Modern Planetary Science — University of Arizona Press, 2019. — P. 4. — ISBN 978-0-8165-3900-0, 978-0-8165-3973-4
- ↑ 10.0 10.1 10.2 10.3 http://www.azarchivesonline.org/xtf/view?docId=ead/uoa/UAMS480.xml
- ↑ Sears D. W. G. Gerard P. Kuiper and the Rise of Modern Planetary Science — University of Arizona Press, 2019. — P. 13, 30. — ISBN 978-0-8165-3900-0, 978-0-8165-3973-4
- ↑ Sears D. W. G. Gerard P. Kuiper and the Rise of Modern Planetary Science — University of Arizona Press, 2019. — P. 30, 44. — ISBN 978-0-8165-3900-0, 978-0-8165-3973-4
- ↑ Sears D. W. G. Gerard P. Kuiper and the Rise of Modern Planetary Science — University of Arizona Press, 2019. — P. 44, 219–220. — ISBN 978-0-8165-3900-0, 978-0-8165-3973-4
- ↑ Sears D. W. G. Gerard P. Kuiper and the Rise of Modern Planetary Science — University of Arizona Press, 2019. — P. 220. — ISBN 978-0-8165-3900-0, 978-0-8165-3973-4
- ↑ Sears D. W. G. Gerard P. Kuiper and the Rise of Modern Planetary Science — University of Arizona Press, 2019. — P. 5–6. — ISBN 978-0-8165-3900-0, 978-0-8165-3973-4
- ↑ Sears D. W. G. Gerard P. Kuiper and the Rise of Modern Planetary Science — University of Arizona Press, 2019. — P. 6, 12. — ISBN 978-0-8165-3900-0, 978-0-8165-3973-4
- ↑ Sears D. W. G. Gerard P. Kuiper and the Rise of Modern Planetary Science — University of Arizona Press, 2019. — P. 39. — ISBN 978-0-8165-3900-0, 978-0-8165-3973-4
- ↑ https://saf-astronomie.fr/en-janssen-prize/
- ↑ https://web.archive.org/web/20101222143454/http://aas.org/grants/awards.php
- ↑ G.P. Kuiper (1905 - 1973). ციტირების თარიღი: 2019-10-23