ჯეონგჯონგი, კორეის იმპერატორი
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
ჯეონგჯონგი, ნამდვილი სახელი იი ბანგ-გვა, ხოლო შეცვლილი სახელი იი გიონგი (დ. 18 ივლისი, 1357 — გ. 15 ოქტომბერი, 1414) — ჩოსონის დინასტიის მეორე მეფე და მეორე ვაჟი მეფე თაეჯოსი .
დაიბადა 1357 წლის 18 ივლისს. იგი იყო მამაცი, გენიალური და გონიერი ადამიანი. ჯეონგჯონგი ჯერ კიდევ პატარა ასაკში დაჰყვებოდა მამას ლაშქრობებში. 1392 წელს როდესაც თაეჯო გორიოს ტახტზე ავიდა, ჯეონგჯონგი გახდა პრინცი. მეფე თაეჯოს ჰყავდა ორი ცოლი, პირველი ცოლისგან მას ექვსი შვილი, მათ შორის ჯეონგჯონგი ჰყავდა, ხოლო მეორე ცოლისგან ორი შვილი. მეფე ყველაზე მეტად პატარა შვილს ანიჭებდა პრიორიტეტს, მაგრამ იი ბანგ ვონმა გამოუცხადა მამას რომ იგი არ იყო ქვეყნის მართვისთვის მზად, ამიტომ მან ტახტი დაუთმო ყველაზე უფროს ძმას ჯეონგჯონგს.თაეჯო დათანხმდა მის შემოთავაზებას და ტახტზე აიყვანა ი ბანგ-გვა, მომავალი ჯეონგჯონგი 1399 წელს. მომავალ წელს კი მან კაპიტალი გადაიტანა ძველ გორიოში.გარკვეული წლების შემდეგ მეფე ჯეონგჯონგსა და მის პატარა ძმას იი ბანგ ვონს შორის კონფლიქტი დიდ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მაგრამ მეფე ჯეონგჯონგმა იმის გამო რომ თავის დროზე ტახტი, მას იი ბანგ ვონმა დაუთმო, გადადგომა ამჯობინა. იგი გარდაიცვალა 1414 წელს და მისი კრემაცია მოდხა კოსონთან ახლოს. სრული სახელია მეფე ჯეონგჯონგ გონგჯონგ უიმუნ ჯანგმუ ონინ სუნჰიო, კორეის უდიდებულესობა.