ჯენი (მომღერალი)
ჯენი კიმი (კორ. 김제니; დ. 16 იანვარი, 1996), ცნობილი როგორც ჯენი — სამხრეთკორეელი მომღერალი, რეპერი და მსახიობი[2]. დაიბადა და გაიზარდა სამხრეთ კორეაში. 8 წლის ასაკიდან ხუთი წლის განმავლობაში სწავლობდა ახალ ზელანდიაში. ამის შემდეგ 2010 წელს დაბრუნდა სამხრეთ კორეაში. 2016 წლის აგვისტოში შედგა მისი დებიუტი გოგონათა ჯგუფში Blackpink. 2018 წლის ნოემბერში შედგა მისი სოლო დებიუტი სინგლით „Solo“. სიმღერამ დიდი კომერციული წარმატება მოიპოვა საერთაშორისო მასშტაბით და მოახერხა Gaon Digital Chart-სა და Billboard-ის ჩარტებში ერთ-ერთი წამყვანი ადგილის დაკავება. 2023 წელს ჯენი პირველად გამოჩნდა როგორც მსახიობი, სასცენო სახელით „ჯენი რუბი ჯეინი“, HBO-ს სერიალში „კერპი“.
ჯენი | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 16 იანვარი, 1996[1] (28 წლის) |
დაბ. ადგილი | კანნამი |
ხელმოწერა | |
ჯენი ვიკისაწყობში |
ჯენის 2023 წლის სინგლმა „You & Me“ მიაღწია პირველ ადგილს Billboard Global Excl. U.S.-ში, აშშ-სა და სამხრეთ კორეის საუკეთესო ხუთეულში და იქცა კორეელი ქალი შემსრულებლის პირველ სიმღერად, რომელიც მოხვდა UK Singles Downloads Chart-ში. 2023 წლის ნოემბერში ჯენიმ დააარსა საკუთარი ლეიბლი Odd Atelier.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- YG Entertainment დაარქივებული 2022-01-05 საიტზე Wayback Machine.
- ჯენი (მომღერალი) Instagram-ზე
- ჯენი (მომღერალი) Facebook-ზე
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Česko-Slovenská filmová databáze — 2001.
- ↑ Kang, Haeryun (May 26, 2022). „Jennie on Blackpink's Unique Brand of Hip-Hop and What People Get Wrong About Her“. Rolling Stone (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — May 26, 2022. ციტირების თარიღი: August 11, 2023.