ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ჯენიფერ შაჰადე (ინგლ. Jennifer Shahade დ. 31 დეკემბერი, 1980, ფილადელფია, აშშ) — ამერიკელი მოჭადრაკე, პოკერის მოთამაშე, კომენტატორი და მწერალი. მანდილოსნებში ორჯერ გახდა აშშ-ს ჩემპიონი. ქალთა შორის დიდოსტატი (2005). ავტორია საჭადრაკო წიგნებისა „Chess Bitch“ და „Play Like a Girl“, ასევე თანაავტორია წიგნისა: „მარსელ დიუშანი:ხელოვნება ჭადრაკში“(Marcel Duchamp: The Art of Chess). სენტ-ლუისში აშშ-ის ჭადრაკის ფედერაციის დიდების დარბაზის კომიტეტის წევრი. ინტელექტუალური თამაშების და საიტ PokerChess.com-ის ელჩი.

ჯენიფერ შაჰადე

ჯენიფერ შაჰადე
ქვეყანა (სპორტი) აშშ-ის დროშა აშშ
ეროვნება ამერიკელი
დაბადების თარიღი 31 დეკემბერი, 1980 (1980-12-31) (43 წლის)
დაბადების ადგილი ფილადელფია, აშშ
წოდება დიდოსტატი ქალთა შორის (2005)
ფიდე რეიტინგი 3322 (მარტი 2022)
მაქსიმალური რეიტინგი 2366 (აპრილი 2003)
საიტი jennifershahade.com

ბიოგრაფია

რედაქტირება

ჯენიფერი ფილადელფიაში დაიბადა. მამამისი მაიკ შაჰადე ფიდეს ოსტატი იყო, დედა კი სალი სოლომენი, დრექსელის უნივერსიტეტის ქიმიის პროფესორი და მწერალი. მამამისი ლიბანელი ქრისტიანია, დედა კი ებრაელი. უფროსი ძმა გრეგიც თამაშობს ჭადრაკს და საერთაშორისო ოსტატია[1]. 1997 წელს პირველად აშშ-ის ქალთა ჩემპიონატის ფინალში გავიდა და მეოთხე ადგილი დაიკავა. 1998 წელს აშშ-ის ვაჟთა ახალგაზრდული პირველობა მოიგო და გახდა პირველი ქალი, ვინც ეს შეძლო[2]. 1999 წელს ერევანში ახალგაზრდა გოგონათა მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზა, თუმც უმედლოდ დარჩა.
2000 წელს ნიუ-დელში ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოვიდა და პირველივე რაუნდში ქეთევან არახამია-გრანტთან წააგო 0:2. 2001/2002 წელს სიეტლში აშშ-ის ქალთა პირველობა მოიგო. მეორე წელს იგივე გათამაშებაზე საერთაშორისო ოსტატის მეორე ნორმა შეასრულა. 2002 წელს მეორედ გამოვიდა ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატზე და ისევ პირველივე რაუნდში წააგო 0:2, ამჯერად ალეკსანდრე კოსტენიუკთან. 2004 წელს მეორედ გახდა აშშ-ის ქალთა ჩემპიონატის გამარჯვებული.
2004 წელს მესამედ მოსინჯა ძალები ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატზე და ისევ პირველივე ტურში დაასრულა ასპარეზობა. მან ნანა ძაგნიძესთან 0,5:1,5 წააგო.
შაჰადე ცხოვრობს ფილადელფიაში და ნიუ-იორკის უნივერსიტეტში „შედარებითი ლიტერატურის“ ხარისხი აქვს[3]. წერს სტატიებს გამოცემებისთვის: LA Times, The New York Times, Chess Life, New In Chess, and Games Magazine. იყო აშშ-ს ჭადრაკის ფედერაციის ვებ-გვერდის მთავარი რედაქტორი[4].
2007 წელს დააარსა არაკომერციული საჭადრაკო ორგანიზაცია „9 Queens“[5]. შაჰადე არის მსოფლიოს ჭადრაკის დიდების დარბაზის საბჭოს წევრი და ხელმძღვანელობს აშშ-ის ქალ მოჭადრაკეთა პროგრამას, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით საჭადრაკო პროგრამებს ათასობით გოგონას აწვდის.

გარდა ჭადრაკისა ასევე გატაცებულია პოკერით. 2014 წელს გახდა MindSports-ის ელჩი PokerStars-ისთვის. 9 დეკემბერს, საერთაშორისო სათამაშო ონლაინ-კომპანია TonyBet-ის მოწყობილ მსოფლიოს ჩემპიონატზე, ჩინური პოკერის ტურნირი მოიგო და 100 ათასი ევროც ჩაიჯიბა[6]. ტურნირი ცოცხლად 13 საათი მიმდინარეობდა. „მსურს ჭადრაკი უფრო მაღალ საფეხურზე ავიყვანო და პოკერივით პოპულარული გახდეს“ - განაცხადა შაჰადემ ტურნირის შემდეგ. მწვრთნელად მუშაობდა სასწავლო საიტ Run It Once-ზე და მეუღლე დანიელ მეირომთან ერთად უშვებს პოკერის პოდკასტებს. 2019 წელს Global Poker Award-ზე წლის საუკეთესო პოდკასტის ტიტული მიიღეს. აგრეთვე Ladies Knight-თვის უშვებს საჭადრაკო პოდკასტებს.

ეროვნული ნაკრები

რედაქტირება

აშშ-ის ქალთა ჩემპიონატზე 1998-1999 წლებში ბრინჯაოს მედლებს დაეუფლა და ამ დამსახურებისთვის ეროვნულ ნაკრებში მიიწვიეს. მან სტამბულში ქალთა ოლიმპიადაზე მესამე დაფაზე იასპარეზა, 7 მოიგო, 3 წააგო, ერთი კი ყაიმით დაასრულა და თავის პოზიციაზე ინდივიდუალური მეათე ადგილი დაიკავა, ნაკრები კი მეთხუთმეტეს დასჯერდა. მეორედ 2002 წელს ბლედში გამოვიდა, ისევ მესამე დაფაზე ითამაშა და კვლავ უმედლოდ დარჩა. გუნდური ვერცხლი მოიგო 2004 წელს კალვიაში, სადაც სათადარიგო იყო და მხოლოდ ორი მატჩი ჩაატარა, აქედან ერთი წააგო და ერთიც ყაიმით დააასრულა.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Hoffman, Paul. (August 2003) Chess Queen. ციტირების თარიღი: 2020-07-05
  2. Chess Icon Jennifer Shahade to Lecture on Women in Chess.
  3. Pawn's Shop | Philly Weekly. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-08-14. ციტირების თარიღი: 2022-03-07.
  4. Jennifer Shahade, Author, Chess Bitch, U.S. Women's Chess Champion 2002, 2004. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-10. ციტირების თარიღი: 2016-04-28
  5. About the Founders. 9 Queens. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 აპრილი 2016. ციტირების თარიღი: 7 მარტი 2022.
  6. TonyBetPoker.Com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2016-04-28
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჯენიფერ_შაჰადე“-დან