ჯენიფერ კარპენტერი

ჯენიფერ ლინ კარპენტერი (ინგლ. Jennifer Carpenter; დ. 7 დეკემბერი, 1979, ლუისვილი, აშშ) — ამერიკელი მსახიობი. ყველაზე მეტად ცნობილია დებრა მორგანის როლით ტელესერიალში „დექსტერი“ (2009). დაიბადა ქალაქ ლუისვილში კეთრინ და რობერტ კარპენტერის ოჯახში.[1] სწავლობდა წმინდა რაფაელ მთავარანგელოზისა და შემდგომ საღმრთო სულის აკადემიაში. ემზადებოდა უოლდენის თეატრის კონსერვატორიის პროგრამასა[2] და მოგვიანებით ნიუ-იორკის ჯულიარდის სკოლაში.[3] 2002 წელს მიიღო მონაწილეობა ბროდვეის თეატრის მიერ დადგმულ პიესაში „მძიმე განსაცდელი“, სადაც თამაში მოუწია ლიამ ნისონთან და ლორა ლინისთან.[4] პირველად კრიტიკოსთა ყურადღება მიიპყრო შესრულებული როლით ფილმში „ეშმაკის განდევნა ემილი როუზისგან“. 2007 წლიდან ურთიერთობაში იმყოფებოდა მაიკლ ჰოლთან. 2008 წელს წყვილი დაქორწინდა, 2011 წელს განქორწინდნენ. 2006 წელს ნომინირებული იყო სატურნის ჯილდოზე ფილმში შესრულებული როლისთვის „ეშმაკის განდევნა ემილი როუზისგან“.[5] ტელესერიალ „დექსტერში“ შესრულებული როლისთვის მიენიჭა სატურნის ჯილდო (2009).[5]

ჯენიფერ კარპენტერი

ჯენიფერ კარპენტერი 2013 წელს
დაბადების სახელი ჯენიფერ ლინ კარპენტერი
დაბადების თარიღი 7 დეკემბერი, 1979 (1979-12-07) (44 წლის)
ლუისვილი, აშშ
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 2001–დღემდე
მეუღლე(ები) მაიკლ ჰოლი (2008–2011)

მსახიობი

რედაქტირება
წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
2006–2013 დექსტერი Dexter დებრა მორგანი
2005 ეშმაკის განდევნა ემილი როუზისგან The Exorcism of Emily Rose ემილი როუზი
2012 დაკარგული Gone შერონ ეიმსი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება