ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ჯენა ლუიზა კოლემანი (ინგლ. Jenna Louise Coleman; დ. 27 აპრილი, 1986[1], ბლეკპული, გაერთიანებული სამეფო) — ინგლისელი მსახიობი. სახელი გაითქვა სერიალში Doctor Who შესრულებული კლარა ოსვალდისა და სერიალში „დედოფალი ვიქტორია“ შესრულებული დედოფალ ვიქტორიას როლებით.

ჯენა კოლემანი
დაბადების თარიღი 27 აპრილი, 1986
ბლეკპული, გაერთიანებული სამეფო
ეროვნება ბრიტანელი
მოქალაქეობა გაერთიანებული სამეფო
ეთნიკურად ინგლისელი
პარტნიორ(ებ)ი ტომ ჰიუჯესი

ბავშვობა და განათლება

რედაქტირება

ჯენა კოლემანი დაიბადა 1986 წლის 27 აპრილს ბლეკპულში, ჩრდილოეთ ინგლისში, გაერთიანებულ სამეფოში[2]. იგი არის კარენ და კეით კოლემანების ქალიშვილი. ჰყავს ერთი უმცროსი ძმა, ბენ კოლემანის სახით[3]. მან ადგილობრივი არნოლდის სკოლა დაამთავრა[4], რის შემდეგაც უმაღლესი განათლების მისახებად სწავლა უნივერსიტეტში განაგრძო, თუმცა მალევე მიატოვა და სამსახიობო კარიერას გაჰყვა. იგი ყოველთვის იყო დაინტერესებული, თუმცა თავიდან თეატრებში თამაშობდა. მოგვიანებით იგი მონაწილეობდა ედინბურგის ფესტივალშიც[5].

 
ჯენა კოლემანი 2015 წელს.

ჯენა კოლემანი 1996 წლიდან თამაშობდა სპექტაკლებში, თუმცა მისი სატელევიზიო დებიუტი 2005 წელს შედგა სერიალ „იმერდეილში“ შესრულებული ჯასმინ თომასის როლით. მისი პირველივე სატელევიზიო როლი მთავარი იყო სერიალში, რის გამოც იგი ჯასმინის როლს 2009 წლამდე ასრულებდა და სულ 411 სერიაში მიიღო მონაწილეობა.

როგორც კი სერიალის გადაღებები დასრულდა, 2009 წელსვე ჯენა სერიალ „ვატერლოოს გზაში“ ლინდზი ჯეიმზის როლზე დაამტკიცეს[6], რასაც 2011 წელს მოჰყვა კონის შესრულებული როლი ფილმში „კაპიტანი ამერიკა: პირველი შურისმაძიებელი“. 2012 წელს ჯენამ მინი-სერიალში „ტიტანიკი“ შესრულებული ანა დესმონდის როლი.

2012 წელს იგი დაამტკიცეს სერიალ Doctor Who-ს მთავარ, კლარა ოსვალდის როლზე. ჯენა კოლემანი ამ სერიალში 2015 წლამდე მონაწილეობდა, როგორც მთავარი პერსონაჟი. ამის შემდეგ მან კლარას როლი მიატოვა, თუმცა 2017 წელს იგი კვლავ დაბრუნდა ოსვალდის როლში, თუმცა ამ ჯერად უკვე როგორც მიწვეული ვარსკვლავი.

ამის პარალელურად, 2013 წელს ლიდია უიკჰეიმის როლი შეასრულა სერიალში „სიკვდილი მოდის პემბერლი“, სადაც მხოლოდ სამ ეპიზოდში მიიღო მონაწილეობა[7].

2016 წელს ჯენა კოლემანი დაამტკიცეს კიდევ ერთ მთავარ როლზე. იგი ისტორიულ სერიალში „დედოფალი ვიქტორია“ განასახიერებდა დედოფალ ვიქტორიას, ახალგაზრდობაში[8]. სერიალი ვიქტორიას ბიოგრაფიას მოგვითხრობს მისი ტახტზე ასვლიდან ბოლომდე, თუმცა მისი გადაღებები დღემდე გრძელდება და ჯერ მხოლოდ მის დაქვრივებამდეა გადაღებული[9][10].

ვიქტორიას პარალელურად, 2018 წელს სერიალში „ტირილი“ შეასრულა ჯოანა ლინდსის როლი. მოგვიანებით, მან მცირე შესვენება აიღო კინემატოგრაფიაში და ცოტა ხნით თეატრს დაუბრუნდა.

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

ჯენა კოლემანს სერიალ „დედოფალ ვიქტორიას“ გადაღებებისას სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა მსახიობ ტომ ჰიუჯესთან, რომელიც სერიალში ვიქტორიას ქმრის, პრინცი ალბერტის როლს თამაშობდა[11]. ისინი დღემდე ურთიერთობაში არიან. მანამდე იგი ხვდებოდა მსახიობ რიჩარდ მედენსა და კარლ დევისს[12][13].

კოლემანი აქტიურ საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა. იგი დაინტერესებულია აფრიკაში მცხოვრები ღარიბი და მზრუნველობამოკლებული ბავშვების უფლებების დაცვითა და მათთვის განათლების მიცემის შესაძლებლობით[14].

  1. Jeffery, Morgan (21 March 2012). "Jenna-Louise Coleman: Ten Things about the new 'Doctor Who' star". Digital Spy. Hearst Magazines UK. Retrieved 21 March 2012.
  2. Lewis, Tim (10 November 2013). "Jenna Coleman: just what the Doctor ordered". The Guardian – via The Guardian.
  3. Lockyer, Daphne (21 August 2016). "Jenna Coleman on playing Queen Victoria: 'We certainly don't shy away from the fire and the passion'". The Telegraph.
  4. Lockyer, Daphne (21 August 2016). Jenna Coleman on playing Queen Victoria: 'We certainly don't shy away from the fire and the passion"'". The Telegraph.
  5. "Blackpool soap star needs your help დაარქივებული 2020-03-03 საიტზე Wayback Machine. ". Blackpool Gazette. 31 July 2006. Archived from the original on 28 September 2007. Retrieved 2 September 2007.
  6. Green, Kris (13 May 2009). "Ex-'Emmerdale' actress joins 'Waterloo Road'". Digital Spy. UK. Retrieved 21 March 2012.
  7. Lazarus, Susanna (18 June 2013). "Jenna-Louise Coleman, Penelope Keith and Rebecca Front join Death Comes to Pemberley" დაარქივებული 2017-07-01 საიტზე Wayback Machine. . Radio Times. Retrieved 22 June 2013.
  8. https://www.bbc.co.uk/programmes/b07pd53k
  9. Furness, Hannah (12 August 2016). "Jenna Coleman plays Queen Victoria as she's never been seen before – a lusty teenager who gains the throne". The Telegraph. Retrieved 12 August 2016.
  10. Clarke, Stewart (12 December 2017). "Jenna Coleman Returning for 'Victoria' Season 3". Variety. Retrieved 20 December 2017.
  11. Reporters, Telegraph (18 September 2016). "'Victoria' stars Jenna Coleman and Tom Hughes 'secretly dating in real life'". The Telegraph.
  12. https://www.mirror.co.uk/tv/tv-news/doctor-who-star-jenna-coleman-5832266
  13. https://www.scotsman.com/lifestyle-2-15039/what-i-know-about-women-1-1073769 დაარქივებული 2019-10-09 საიტზე Wayback Machine. The Scotsman. 14 January 2008.
  14. "Actress Jenna Coleman becomes ambassador for Place2Be". Place2Be. Archived from the original on 7 November 2017. Retrieved 1 November 2017.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჯენა_კოლემანი“-დან