ჯემალ მჭედლიშვილი
ჯემალ მჭედლიშვილი (დ. 21 სექტემბერი, 1962, ქარელი) — ქართველი სპორტსმენი (ძიუდო, სამბო). სამბოში სსრკ ორგზის ჩემპიონი (1987, 1989) და სსრკ თასის მფლობელი (1986), ორგზის ევროპისა (1987, 1989) და მსოფლიო ჩემპიონი (1987, 1989). სსრკ ხალხთა VIII სპარტაკიადის მეორე პრიზიორი (1983) და სსრკ ჩემპიონატის მესამე პრიზიორი ძიუდოში (1986). საქართველოს ორგზის აბსოლუტური ფალავანი ქართულ ჭიდაობაში (1985, 1986). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი და ღირსების ორდენის კავალერი.
ძირითადი შედეგები
რედაქტირებადისციპლინა | წელი | ტურნირი | მასპინძელი | წონითი კატეგორია | ადგილი |
---|---|---|---|---|---|
სამბო | 1987 | ევროპის ჩემპიონატი | სოფია, ბულგარეთი | -82 კგ | |
სამბო | 1987 | მსოფლიო ჩემპიონატი | მილანი, იტალია | -82 კგ | |
სამბო | 1989 | ევროპის ჩემპიონატი | ჰირნ-ბეი, დიდი ბრიტანეთი | -82 კგ | |
სამბო | 1989 | მსოფლიო ჩემპიონატი | ვესტ-ორანჯი, აშშ | -82 კგ |