ჯემალ ვარლამის ძე ესაიაშვილი (დ. 13 სექტემბერი, 1936, თბილისი) — ქართველი ინჟინერ-მშენებელი. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1997), პროფესორი (1998), საქართველოს დამსახურებული მშენებელი (2006), საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (2005).

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი (1960). 1960-1963 წლებში მუშაობდა თბილისის მთავარ სამშენებლო ორგანიზაცია „მთავართბილმშენში“, 1963 წლიდან — კ. ზავრიევის სახელობის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტში. ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო კონსტრუქციების კათედრაზე. 2003 წლდან არის საქართველოსა და დსთ-ს ქვეყნების ექსპერტი სეისმომედეგობის საკითხებში.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • Прочность и деформативность железобетонных элементов при сложном нагружении, Тб., 1990.

ლიტერატურა

რედაქტირება