ჯემალ გოგუაძე
ჯემალ მელქისედეკის ძე გოგუაძე (დ. 16 იანვარი, 1939, სოფ. ჭყონაგორა, ახლანდ. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი — გ. 19 ნოემბერი, 2000, თბილისი) — ქართველი ტრავმატოლოგ-ორთოპედი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1993), პროფესორი (1996), საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1998), ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი (1997–2000).
ბიოგრაფია
რედაქტირება1963 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. 1966-1968 წლებში ჩაირიცხა მოსკოვის ცენტრალური ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის ინსტიტუტის ორდინატურაში, შემდეგ მუშაობა განაგრძო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის კათედრაზე. 1994 წლიდან იყო ამავე კათედრის გამგე, 1997-2000 წლებში — რესპუბლიკის მთავარი ტრავმატოლოგ-ორთოპედი. არის 10 გამოგონებისა და ერთი მონოგრაფიის ავტორი („სამხედრო საველე ქირურგიის საკითხები“, თბ., 1999).
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 73.