ჯემალ აბალაკი
ჯემალ აბალაკი (დ. 8 იანვარი, 1940, ბერბუკი, გორის მუნიციპალიტეტი) — ქართველი ინჟინერი.
1970 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი საავტომობილო გზების მშენებლობის სპეციალობით. 1962-1968 წლებში მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N9 სამშენებლო ტრესტის, N10 მოძრავ-მექანიზებულ კოლონაში, ხოლო 1968 წლიდან სპეცსამშენებლო N5 მოძრავ-მექანიზებულ კოლონაში მექანიკოსად; 1969-1970 წლებში „საქსოფლტექნიკის“ ჟანგბადის სადგურის უფროსად, ხოლო 1970 წლიდან „საქსოფლტექნიკის“ ხის დამამუშავებელი საამქროს ინჟინრად; 1973 წლიდან „საქსოფლტექნიკის“ გორის რაიგანყოფილების ხე-ტყის გადამამუშავებელი საამქროს უფროსია; 1974 წლიდან ტრესტ „საქსოფლმშენინდუსტრიის“ რკინა-ბეტონის ქარხნის დირექტორი; 1975-1978 წლებში მუშაობდა ინდივიდუალური ბინათმშენებლობის სარაიონთაშორისი სამმართველოს უბნის უფროსად; 1978-1984 წლებში სასოფლო-საბინაო კომუნალური მეურნეობის სამეურნეობათაშორისი გაერთიანების დირექტორად; 1984-1998 წლებში იყო საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს გორის მუნიციპალიტეტის საწარმოო-საგზაო უბნის უფროსი; 1998-2010 წლებში შპს საგზაო „სამშენებლო სამმართველო N1“ -ის დირექტორი.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია, თბ., 2017, გვ. 27
- წიგნი ღირსებისა: ტ. 6, თბ., 2003, გვ. 252