ჯელატო
ჯელატო (იტალ. gelato, ან მრავლ. gelati) — ნაყინის იტალიური რეგიონული ვარიანტი. როგორც ასეთი, ჯელატო მზადდება მსგავსი ინგრედიენტებით, როგორც ყველა დანარჩენი ნაყინი მსოფლიოს სხვა რეგიონებში, რძით (და ნაღებით), შაქრით (და დამატკბობლებით), გემოს დანამატებით (ხილი, თხილი, ესენციები და მსგავსი) და აირით, როგორც მთავარი ინგრედიენტები. საბოლოო პროდუქტს შეიძლება დაემატოს სხვა ინგრედიენტებიც, რომლებიც სტაბილიზატორებად ან ემულსიფიცირებისთვის გამოიყენება. ჯელატო შეიძლება დამზადდეს ცხელი წესით, რომელიც პასტერიზაციას მოიცავს, და ცივი წესით, რომელიც პასტერიზაციას არ საჭიროებს. ორივე პროცესს სჭირდება სპეციალური ჯელატოს გასაყინი კამერა, რომელიც საბოლოო პროდუქტს ქმნის ინგრედიენტების შერევითა და მისი აირით გაჯერებით. ისევე, როგორც სხვა, შედარებით ძვირ ნაყინებში, ჯელატოს 55%-ით ნაკლები აირი აქვს, რაც მას უფრო მკვრივს ხდის.
ტიპი | ჯელატო |
---|---|
წარმოშობის ადგილი | იტალია |
რეგიონი | სიცილია |
ტემპერატურა სერვირების დროს | ცივი |
მთავარი ინგრედიენტები |
3,25%-იანი რძე, შაქარი, არომატები (ხილი, თხილი, შოკოლადი…) |
|