ჯეირახი
ჯეირახი (ინგშ. ЖӀайрах) — სოფელი ინგუშეთში, ჯეირახის რაიონისა და ჯეირახის სასოფლო დასახლების ადმინისტრაციული ცენტრი.[1] სოფელი განლაგებულია მდინარე არმხის მარჯვენა სანაპიროზე, მდებარეობს ინგუშეთის დედაქალაქ — მაგასიდან სამხრეთ-დასავლეთით. დასახლების სახელწოდებას უკავშირებენ არაბულ სახელ — ჯარახს. ისტორიკოსების აზრით, სახელი დაკავშირებულია არაბ მხედართმთავარ ჯარახ იბნ აბდალახ ალ-ხაკამთან, რომელსაც სომხეთსა და ჩრდილოეთ ირანში არაბეთის ხალიფის მოადგილის თანამდებობა ეკავა.
სოფელი | |
---|---|
ჯეირახი ЖӀайрах | |
ქვეყანა | რუსეთი |
რეგიონი | ინგუშეთი |
მუნიციპალიტეტი | ჯეირახის რაიონი |
კოორდინატები | 42°49′19″ ჩ. გ. 44°40′46″ ა. გ. / 42.822194° ჩ. გ. 44.6797028° ა. გ. |
მოსახლეობა | 1715 კაცი (2013) |
ეროვნული შემადგენლობა | ინგუშები |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
საფოსტო ინდექსი | 386430 |
საავტომობილო კოდი | 06 |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Джейрахская сельский округ (сельсовет)* (Джейрахский район). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-12-16. ციტირების თარიღი: 2014-01-31.