ჯეიმზ აპათურაი (ტამილ. சேம்சு அப்பாதுரை, ინგლ. James Appathurai; დ. 7 აგვისტო, 1968, ტორონტო) — კანადელი ჟურნალისტი და ნატოს ყოფილი პრეს-სპიკერი. ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ამიერკავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში.

ჯეიმზ აპათურაი
ინგლ. James Appathurai
დაბადების თარიღი 7 აგვისტო, 1968(1968-08-07) (56 წლის)
დაბადების ადგილი ტორონტო
მოქალაქეობა  კანადა
განათლება ამსტერდამის უნივერსიტეტი და ტორონტოს უნივერსიტეტი
ჯილდოები ოქროს საწმისის ორდენი

დაიბადა 1968 წლის 7 აგვისტოს კანადის ქალაქ ტორონტოში. 1991 წელს დაამთავრა ტორონტოს უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებისა და ისტორიის ფაკულტეტი, სადაც მიიღო ხელოვნების ბაკალავრის ხარისხი. 1993 წელს საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრის ხარისხი მიიღო ამსტერდამის უნივერსიტეტში.[1]

1993 წლიდან მუშაობდა კანადის ტელერადიომაუწყებლობის კორპორაციაქში, რედაქტორის თანაშემწედ. 1994 წლიდან კანადის ეროვნული თავდაცვის სამინისტროში გადადის სამუშაოდ.[1] 1998 წლიდან მუშაობს ნატოს პოლიტიკური ურთიერთობების განყოფილებაში. 2004 წელს დაინიშნა ნატოს პრეს-სპიკერად.[1]

2021 წლის 2 ივლისს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დააჯილდოვა ოქროს საწმისის ორდენით.[2]