ჯეიმზ ანაია
სტივენ ჯეიმზ ანაია ― ამერიკელი იურისტი და კოლორადოს უნივერსიტეტის ბოლდერის სამართლის სკოლის მე-16 დეკანი.[1] წარსულში მუშაობდა არიზონის უნივერსიტეტის ჯეიმზ ი. როჯერსის სამართლის კოლეჯის ადამიანის უფლებების სამართლისა და პოლიტიკის პროფესორად[2] და 10 წელზე მეტ ხანს აიოვის სამართლის საუნივერსიტეტო კოლეჯის ფაკულტეტზე. 2008 წლის მარტში როდოლფო სტავენჰაგენი ჩაანაცვლა და გაეროს სპეციალურ რეპორტიორად დაინიშნა ადამიანის უფლებებისა და აბორიგენების ფუნდამენტური თავისუფლებების საკითხებში.[3] 2019 წელს ამერიკის ფილოსოფიური საზოგადოების წევრად აირჩიეს.
სტივენ ჯეიმზ ანაია | |
ანაია კუალა-ლუმპურში, მარტი, 2013 | |
კოლორადოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მე-16 დეკანი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
8 აგვისტო, 2016 – 30 ივნისი, 2021 | |
წინამორბედი | ფილ ვაიზერი |
მემკვიდრე | ლოლიტა ბაქნერი |
განათლება | ნიუ-მექსიკოს უნივერსიტეტი ჰარვარდის სამართლის სკოლა |
საიტი | *ოფიციალური საიტი |
განათლება და კარიერა
რედაქტირება1980 წელს ანაიამ ნიუ-მექსიკოს უნივერსიტეტი, ხოლო 1983 წელს ჰარვარდის სამართლის სკოლა დაამთავრა. ჰარვარდის სამართლის სკოლაში სტუდენტების მრჩეველთა საბჭოს წევრი იყო. მუშაობს ადამიანის უფლებების საერთაშორისო სამართლის, საკონსტიტუციო სამართლისა და აბორიგენებთან დაკავშირებულ საკითხებზე.[2]
ანაია ადამიანის უფლებებისა და აბორიგენებთან დაკავშირებულ საკითხებზე სხვადასხვა ქვეყნის ორგანიზაციებისა და სამთავრობო სააგენტოების კონსულტანტად მუშაობდა. საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სასამართლოებში ჩრდილოეთი და ცენტრალური ამერიკის აბორიგენი ჯგუფების წარმომადგენელი იყო. იგი აბორიგენთან მთავარი მრჩეველი იყო სასამართლო პროცესში, Awas tingni v. Nicaragua, რომელშიც ადამიანის უფლებების შიდაამერიკულმა სასამართლომ აბორიგენთა უფლება მიწაზე პირველად შეიტანა საერთაშორისო სამართლის საკითხებში.[4] ანაია ხელმძღვანელობდა სპეციალისტთა გუნდს, რომელთა საქმიანობის შედეგადაც, ბელიზის უზენაესმა სასამართლომ ტრადიციული უფლებები მიწაზე მაიას ხალხს მიანიჭა.[5]
2016 წლის 13 აპრილს ჯეიმზ ანაია, არიზონის უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების სამართლისა და პოლიტიკის პროფესორი, კოლორადოს უნივერსიტეტის ბოლდერის სამართლის სკოლის დეკანად დაინიშნა. ანაიამ უფლებამოსილების შესრულება 2016 წლის 8 აგვისტოს დაიწყო.[1] 2021 წლის 30 ივნისიდან ანაია კოლორადოს სამართლის სკოლის დეკანი და ფაკულტეტის გამორჩეული წევრია.[6]
ანაია აპაჩია და პურეპუჩური წარმოშობისაა.[7]
რჩეული პუბლიკაციები
რედაქტირება- Anaya, S. James (1996). Indigenous peoples in international law. Oxford University Press.
- — (1998). „Maya aboriginal land and resource rights and the conflict over logging in southern Belize“. Yale Human Rights & Development Law Journal. 1.
- Anaya, S. James (2004). Indigenous peoples in international law, 2nd, Oxford University Press.
- International Human Rights: Problems of Law, Policy, and Practice (4th ed. 2006) (co-authored with Richard B. Lillich, Hurst Hannun & Dinah L. Shelton) ISBN 0-316-52687-8
- The Protection of Indigenous Peoples' Rights Over Lands and Natural Resources Under the Inter-American Human Rights System, 14 Harv. Hum. Rts. J. 33 (2001) (co-author with Robert A. Williams, Jr.).
- The Native Hawaiian People and International Human Rights Law: Toward a Remedy for Past and Continuing Wrongs, 28 Ga. L. Rev. 309 (1994), reprinted in International Law and Indigenous Peoples 309 (S. James Anaya ed., 2003).
- A Contemporary Definition of the International Norm of Self-Determination, 3 Transnat'l L. & Contemp. Probs. 131 (1993).
A complete list of his academic publications to 2009 is available on the University of Arizona website.[8]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოფიციალური საიტი
- Office of the United Nations Office High Commissioner for Human Rights
- Curriculum Vitae
- Indigenous Peoples Law and Policy Program
- ArizonaNativeNet
- Harper, Samuel (1996) "James Anaya and the case of the Awas Tingni" Accessed 17 August 2009
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Lock, Elizabeth. (April 13, 2016) CU-Boulder names James Anaya new dean of law. დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 14, 2017. ციტირების თარიღი: მაისი 1, 2022.
- ↑ 2.0 2.1 Faculty Profile, James Anaya, University of Arizona დაარქივებული 2015-03-20 საიტზე Wayback Machine.
- ↑ This week in review… James Anaya new Special Rapporteur for Indigenous Human Rights en (2008-04-01). ციტირების თარიღი: 2019-07-01
- ↑ Indigenous Peoples Law & Policy Program: Advocacy & Clinical Projects დაარქივებული 2012-02-13 საიტზე Wayback Machine.
- ↑ Everett-Haynes, La Monica; Communications, University. Law School Program Helping to Protect Indigenous People's Land Rights en (12 October 2007). ციტირების თარიღი: 2019-07-01
- ↑ Lolita Buckner Inniss to become dean of Colorado Law (23 April 2021).
- ↑ UN Explores Native American Rights In US. (interview NPR News) - Visit to USA - UNSR James Anaya. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-03. ციტირების თარიღი: 2019-07-01
- ↑ Academic Publications - sja - UNSR Website. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-10-17. ციტირების თარიღი: 2020-02-12