ჯეილენ ბრაუნი
ჯეილენ მარსელეს ბრაუნი (ინგლ. Jaylen Brown; დ. 24 ოქტომბერი, 1996, მარიეტა, ჯორჯია) — ამერიკელი ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის გუნდის, ბოსტონ სელტიქსის პროფესიონალი კალათბურთელი. ბრაუნი ერთო სეზონის განმავლობაში თამაშობდა კოლეჯის კალათბურთს გუნდ „კალიფორნია ოქროს დათვებთან“ ერთად. 2016 წლის NBA-ის დრაფტზე იგი ბოსტონ სელტიქსმა პირველი რაუნდის მესამე პიკად აირჩია.
ჯეილენ ბრაუნი | |
---|---|
ბრაუნი სელტიქსთან ერთად 2017 წელს | |
№ 7 – ბოსტონ სელტიქსი | |
მსუბუქი ფორვარდი/მსროლელი | |
პირადი ინფორმაცია | |
დაიბადა |
24 ოქტომბერი, 1996 მარიეტა, ჯორჯია |
ეროვნება | ამერიკელი |
უმაღლესი სკოლა | Wheeler (მარიეტა, ჯორჯია) |
სიმაღლე | 2.01 სმ სმ |
წონა | 100 კგ კგ |
კარიერა | |
კოლეჯი | California (2015–2016) |
NBA-ის დრაფტი | 2016 / რაუნდი: 1 / არჩევა: მესამე |
არჩეული ბოსტონ სელტიქსი | |
პროფესიონალური კარიერა | 2016–დღემდე |
კარიერის ისტორია | |
2016–დღემდე | ბოსტონ სელტიქსი |
კარიერული მიღწევები და ჯოლდოები | |
| |
სტატისტიკა NBA.com-ზე | |
მედლები
|
პროფესიონალური კარიერა
რედაქტირებაბოსტონ სელტიქსი (2016-დღემდე)
რედაქტირებასადებიუტო სეზონი (2016-17)
რედაქტირება2016 წლის 23 ივნისს NBA-ის დრაფტზე ბოსტონ სელტიქსმა ჯეილენ ბრაუნი პირველი რუნდის მესამე პიკად აირჩია.[1] ზაფხულის ლიგის ექვს თამაშში ბრაუნი საშუალოდ აგროვებდა 16.0 ქულას, 6.2 მოხსნას და 2.3 ჩაჭრას. 27 ივლისს ბოსტონ სელტიქსთან გააფორმა პირველი კონტრაქტი.[2] ბრაუნის სადებიუტო შეხვედრა შედგა 27 ოქტომბერს სადაც 19 წუთში 9 ქულა (3/4) და 2 ბლოკი დააგროვა.[3] სასტარტო ხუთეულში პირველად 3 ნოემბერს, კლივლენდ კავალიერსის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში მოხვდა; აღნიშნულ მატში მან 19 ქულა დააგროვა ხოლო ბოსტონი ანგარიშით 122-128 დამარცხდა.[4] 2017 წლის 27 იანვარს, ორლანდო მეჯიკთან მოგებულ მატჩში (128-98) დააფიქსირა კარიერის უმაღლესი მაჩვენებელი — 20 ქულა.[5] ბრაუნი სელტიქსს აღმოსავლეთ კონფერენციაში პირველი ადგილის დაკავებაში დაეხმარა. რეგულარულ სეზონში მან 70 თამაშში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც 20-ში სასტარტო ხუთეულში მოხვდა. იგი მოედანზე საშუალოდ 17.2 წუთს ატარებდა რა დროშიც 6.6 ქულას, 2.8 მოხსნასა და 0.8 შედეგიან გადაცემას აგროვებდა.[6] სეზონის ბოლოს დასახელდა NBA-ის ყველა ახალბედის მეორე გუნდის წევრად.[7]
კარიერული სტატისტიკა
რედაქტირებალეგენდა | |||||
---|---|---|---|---|---|
GP | ნათამაშები თამაშები | GS | სასტარტოში იყო | MPG | დრო თითოეულ თამაშში (წუთებში) |
FG% | სროლის პროცენტი | 3P% | 3-ქულიანების სროლის პროცენტი | FT% | საჯარიმო სროლის პროცენტი |
RPG | მოხსნა თითოეულ თამაშში | APG | შედეგიანი გადაცემა თითოეულ თამაშში | SPG | ჩაჭრა თიოეულ თამაშში |
BPG | ბლოკი თითოეულ თამაშში | PPG | ქულა შითოეულ თამაშში | Bold | კარიერის უმაღლესი მაჩვენებელი |
NBA
რედაქტირებარეგულარული სეზონი
რედაქტირებაწელი | გუნდი | GP | GS | MPG | FG% | 3P% | FT% | RPG | APG | SPG | BPG | PPG |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
2016–17 | ბოსტონი | 78 | 20 | 17.2 | .454 | .341 | .685 | 2.8 | .8 | .4 | .2 | 6.6 |
2017-18 | ბოსტონი | 70 | 70 | 30.7 | .465 | .395 | .644 | 4.9 | 1.6 | 1.0 | 0.4 | 14.5 |
2018-19 | ბოსტონი | 74 | 25 | 25.9 | .465 | .344 | .658 | 4.2 | 1.4 | .9 | .4 | 13.0 |
კარიაერის მანძილზე | 222 | 115 | 24.4 | .462 | .365 | .658 | 4.0 | 1.3 | .8 | .3 | 11.2 |
Playoffs
რედაქტირებაწელი | გუნდი | GP | GS | MPG | FG% | 3P% | FT% | RPG | APG | SPG | BPG | PPG |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
2016–17 | ბოსტონი | 17 | 0 | 12.6 | .479 | .217 | .667 | 2.1 | .8 | .4 | .1 | 5.0 |
2017-18 | ბოსტონი | 18 | 15 | 32.4 | .466 | .393 | .640 | 4.8 | 1.4 | 0.8 | 0.6 | 18.0 |
2018-19 | ბოსტონი | 9 | 9 | 30.4 | .506 | .350 | .767 | 5.8 | 1.1 | .7 | .2 | 13.9 |
კარიაერის მანძილზე | 44 | 24 | 24.4 | .476 | .360 | .684 | 4.0 | 1.1 | .6 | .3 | 12.1 |
კოლეჯი
რედაქტირებაწელი | გუნდი | GP | GS | MPG | FG% | 3P% | FT% | RPG | APG | SPG | BPG | PPG |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
2015–16 | კალიფორნია | 34 | 34 | 27.6 | .431 | .294 | .654 | 5.4 | 2.0 | .8 | .6 | 14.6 |
პირადი ცხოვრება
რედაქტირებაბრაუნი ვეგეტარიანელია. მისი ინტერესები მოიცავს ესპანური ენის, ისტორიის, მედიცინისა და ფილოსოფიის შესწავლას. აგრეთვე ფეხბურთის დიდი გულშემატკივარია. ხშირად მას აღწერენ როგორც არაჩვეულებრის ათლეტს, რომელსაც კალათბურთის მიღმა მრავალი ამბიცია გააჩნია.[8]
ბრაუნის მამა, ქუენტონ მ. ბრაუნი არის პროფესიონალი მოკრივე რომელიც 2016 წელს გახდა WBU მსოფლიო ჩემპიონი, 2015 წელს — WBU C.A.M. მძიმეწონოსანთა ჩემპიონი.[9]
ბრაუნს აქვს YouTube არხი სადაც მან რამდენჯერმე გამოაქვეყნა დოკუმენტური სტილის ვიდეო, რომელიც ასახავს მის ცხოვრებას სეზონისა და მის შემდგომ პერიოდიში; პირველი ეპიზოდი, FCHWPO: Pawn to E4, გამოქვეყნდა 2017 წლის 31 იანვარს.[10] ვიდეოს სათაური მიგვითითებს მისი ჭადრაკისადმი სიყვარულზე. FCHWPO აგრეთვე არის მისი Twitter-ისა და Instagram-ის სათაური.[11]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Washburn, Gary. (June 23, 2016) Celtics formed a bond with Jaylen Brown. BostonGlobe.com. ციტირების თარიღი: June 27, 2016.
- ↑ Celtics Sign Five Players. NBA.com (July 27, 2016). ციტირების თარიღი: July 27, 2016.
- ↑ Thomas scores 25, Celtics fight off Nets 122-117. ESPN.com (October 26, 2016). ციტირების თარიღი: October 27, 2016.
- ↑ Cavaliers stay unbeaten with 128-122 win over Celtics. ESPN.com (November 3, 2016). ციტირების თარიღი: November 4, 2016.
- ↑ Thomas scores 21 as Celtics rout Magic 128-98. ESPN.com (January 27, 2017). ციტირების თარიღი: January 27, 2017.
- ↑ Jakubajtys, Logan. (June 11, 2017) Boston Celtics 2016-17 Player Report Card: Jaylen Brown. chowderandchampions.com. ციტირების თარიღი: June 22, 2017.
- ↑ Hartwell, Darren. (June 26, 2017) NBA All-Rookie Teams 2017: Celtics' Jaylen Brown Voted To Second Team. NESN.com. ციტირების თარიღი: June 26, 2017.
- ↑ Letourneau, Connor (March 8, 2016). „Cal’s Jaylen Brown has scholarly ambitions“. San Francisco Chronicle. ციტირების თარიღი: 12 August 2016.
- ↑ One-on- One with WBU World Champion Marselles Brown
- ↑ https://www.youtube.com/watch?v=ULT43_YP-pA
- ↑ http://www.celticslife.com/2016/06/dont-forget-that-jaylen-brown-said-he.html