ნური ბილგე ჯეილანი

(გადამისამართდა გვერდიდან ჯეილანი, ნური ბილგე)

ნური ბილგე ჯეილანი (თურქ. Nuri Bilge Ceylan; დ. 26 იანვარი, 1959, სტამბოლი) — თურქი კინორეჟისორი.

ნური ბილგე ჯეილანი
დაბადების სახელი ნური ბილგე ჯეილანი
დაბადების თარიღი 26 იანვარი, 1959
სტამბოლი, თურქეთი
საქმიანობა კინორეჟისორი
აქტიური 1995–დღემდე

დაამთავრა ბოღაზიჯის უნივერსიტეტი საელექტრო ინჟინრის სპეციალობით, შემდეგ ორი წელი კინოხელოვნებას ეუფლებოდა. მისი პირველი მოკლემეტრაჟიანი ფილმი „კოზა“ წარმოდგენილი იყო კანის კინოფესტივალზე 1995 წელს. მისი მესამე ფილმი „უზაკი“ (შორეული) ჟიურის გრან-პრისა და საუკეთესო მსახიობის პრიზს იმსახურებს ამავე ფესტივალზე. მისი ფილმი „იკლიმლერ“ (კლიმატები) 2006 წელს გამოვიდა და ფიპრესის კინოკრიტიკოსთა ჯილდო დაიმსახურა კანის ფესტივალზე.

2014 წელს მისმა ფილმმა „ზამთრის ძილი“ კანის ფესტივალის უმაღლესი ჯილდო, ოქროს პალმის რტო მოიგო[1].

ჯეილანის ფილმების მთავარი თემებია ადამიანის გაუცხოება, ბუნებრივი ეგზისტენციალიზმი, ადამიანთა ცხოვრების მონოტონურობა და სიცოცხლის დეტალების ფუნდამენტალურობა. კარიერა ფოტოხელოვნებით დაიწყო და მისი მინიმალისტური ფილმები უკიდურესად მწირ ბიუჯეტზე იქმნება. მის ფილმებში ძირითადად დამწყები მსახიობები მონაწილეობენ, რომელთა შორის მრავალი მისი ოჯახის წევრია, მათ შორის მისი მშობლები.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Awards 2014 : Competition დაარქივებული 2013-10-23 საიტზე Wayback Machine. . კანის ფესტივალი