ჯაღმიანთ ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შარმიანის ჩრდილო-დასავლეთით 0,7 კილომეტრზე. თარიღდება შუა საუკუნეებით.

ეკლესიას განივი ფასადების ზედა ნაწილები და სახურავის საფარი ჩამოშლილი აქვს. ეკლესია დარბაზულია. ნაგებია მოზრდილი, ტლანქად დამუშავებული რუხი ფერის ქვითა და კირის დუღაბით. შესასვლელი სამხრეთ კედლის შუაშია. კარს ორივე მხრიდან თარაზული გადახურვა აქვს. ეკლესია უაფსიდოა. სწორკუთხა საკურთხევლის აღმოსავლეთ კედელში ვიწრო, ზემოთკენ შევიწროებული სარკმელია, რომელსაც საფეხურებიანი რაფა აქვს. ერთი სწორკუთხა სარკმელია სამხრეთით, შესასვლელის თავზე, სამხრეთ-დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებში თითო მცირე ზომის სწორკუთხა ნიშია. შიდა სივრცე შემაღლებულ პროპორციებშია გადაწყვეტილი. ფასადები სადაა. აღმოსავლეთის ფასადზე შემორჩენილია მოყვითალო ფერის ბათქაში.

ლიტერატურა

რედაქტირება