ჩურჩხელა

(გადამისამართდა გვერდიდან ჯანჯუხა)

ჩურჩხელა, ჯანჯუხა — ქართული ტკბილეული, ნიგვზის ან თხილის ნატეხები, ამოვლებული თათარაში (ყურძნის წვენისგან დამზადებული ტკბილი ფაფა). საქართველოში ფართოდაა გავრცელებული. განსაკუთრებით გამოიყენება საახალწლო და სხვა სადღესასწაულო დღეებში.

ჩურჩხელა

არსებობს ჩურჩხლის მომზადების რამდენიმე წესი. აღმოსავლეთ საქართველოში თათარას ხორბლის ფქვილს ურევენ კონსისტენციის მისაღებად და მასში თოკზე აცმულ ნიგოზს (ან ჩირს) ავლებენ. დასავლეთ საქართველოში სიმინდის ფქვილსა და თხილს იყენებენ, ხოლო თათარას ფელამუშს უწოდებენ.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Goldstein, Darra (1999). The Georgian Feast: The Vibrant Culture and Savory Food of the Republic of Georgia. University of California Press. p. 210.
  • Roufs, Timothy G.; Roufs, Kathleen Smyth (2014). Sweet Treats around the World: An Encyclopedia of Food and Culture. ABC-CLIO. p. 140.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება