ჯანსუღ დადიშქელიანი
ჯანსუღ თათარყანის (ნიკოლოზის) ძე დადიშქელიანი (დ. დაახლ. 1810 — გ. 1855) — სვანეთის სამთავროს ნაწილის მმართველი, ეცერ-ცხუმარის მფლობელი.
თათარყან (ნიკოლოზ) დადიშქელიანის უმცროსი ძე. 1842 წელს მამასთან ერთად გაილაშქრა ჩუბეხევის დადიშქელიანების წინააღმდეგ. ჯანსუღმა ცეცხლს მისცა კოშკი, რომელშიც ჩუბეხევის მეურვე — დიგორხანი იყო გამაგრებული.
სვანეთის სამთავროს რუსეთის მფარველობაში მიღებასთან დაკავშირებული შეთანხმების (1833) მიხედვით თათარყანის სამფლობელო — ეცერ-ცხუმარ-ბეჩოს თემები — მის უფროს ვაჟს, ოთარს უნდა დარჩენოდა, თუმცა მამის გარდაცვალების შემდეგ 1849 წელს ძმებმა მემკვიდრეობა გაიყვეს. ეცერი და ცხუმარი ჯანსუღს ერგო. 1851 წლის აპრილში ოთართან ერთად ჩუბეხეველ დადიშქელიანებთან ზავი შეკრა, მაგრამ ამით ნათესავებს შორის მშვიდობა არ დამყარებულა. 1855 წლის აპრილში, სოფელ ლახმურთან ჯანსუღი მოკლეს ჩუბეხეველი კონსტანტინე დადიშქელიანის ძმებმა — თენგიზმა და ისლამმა. შეტაკებაში ჯანსუღის შვილი, თენგიზი (ნიკოლოზი; დ. 1836 — გ. 1884) დაიჭრა და სამეგრელოში გაქცევით უშველა თავს, მისი სამფლობელო ჩუბეხეველმა დადიშქელიანებმა დაიკავეს. 1857 წელს რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით ეცერი, ცხუმარი და ბეჩო თენგიზ ჯანსუღის ძეს უნდა დამტკიცებოდა, თუმცა სვანეთის სამთავროს გაუქმების შემდეგ დადიშქელიანები რიგით მემამულეებად იქცნენ.
ლიტერატურა
რედაქტირება- Акты, собранные Кавказской Археографической комиссией : [В 12-ти т.] / Арх. гл. упр. наместника Кавк.; Под общ. ред. А. Д. Берже. - Тифлис : Тип. гл. упр. Наместника Кавк., 1866-1904. Т. 12 : [1856-1862] / Арх. Канц. Главноначальствующего; Под ред. Е.Д. Фелицына и А.П. Наумова. - Тифлис : Тип. канц. главнонач. гражд. частью на Кавказе, 1904. – გვ. 371;
- Думин С. В., Чиковани Ю. К. Дворянские роды Российской империи. Том 4. Князья Царства Грузинского / Под ред. С. В. Думина. – М.: Линкоминвест, 1998. – გვ. 89.