ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ჯანგ ბაჰადურ რანა (ნეპალ. जंग बहादुर राणा; ნამდვილი სახელი Bir Narsingh Kunwar; დ. 18 ივნისი, 1817 კატმანდუ, ნეპალი — გ. 25 თებერვალი, 1877, ბორლანგი, გორკჰა, ნეპალი) — ნეპალის სახელმწიფო მოღვაწე,  სახელმწიფო მინისტრი და  18461877 წლებში ქვეყნის ფაქტობრივი მმართველი. მის სახელს უკავშირდება პრემიერ მინისტრების — რანას დინასტიის (შრი ტინ მაჰარაჯის) დაფუძნება,  რომელიც ქვეყანას 1951 წლამდე მართავდა.[1]

ჯანგ ბაჰადურ რანა
ჯანგ ბაჰადურ რანა
ნეპალის დროშა ნეპალის მე-9 პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
15 სექტემბერი 1846 – 25 თებერვალი 1877
მონარქი  სურენდრა
წინამორბედიფატეჰ ჯუნგ შაჰი
მემკვიდრერანოდიპ სინგჰ კუნვარი

დაბადებული18 ივნისი 1817
კატმანდუ, ნეპალი
გარდაცვლილი25 თებერვალი, 1877 (59 წლის)
ბორლანგი, გორკჰა, ნეპალი
მამაბალ ნასინგჰ კუმარი
დედაგანეშ კუმარი თაპა
წოდებაგენერალი
რელიგიაინდუიზმი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ჯანგ ბაჰადურ რანა მიეკუთვნებოდა ჩხერტის კასტას დასავლეთ ნეპალიდან. მისი მამა — ბალ ნარსინგჰ კუნვარი მეფე რან ბაჰადურ-შაჰის პირადი მცველი გახლდათ. მან შური იძია მეფის სიკვდილზე, მოკლა მეფის მკვლელი — მისი ნახევარძმა შერ ბაჰადურ შაჰი, რის შემდეგაც  სასამართლომ მემკვიდრეობითი თანამდებობა მიანიჭა. ჯანგ ბაჰადურ რანას დედის ბიძა, მატაბარა სინგჰ თაპა, იყო პრემიერ მინისტრი და ნეპალის არმიის მთავარსარდალი (1843)-1845). სწორედ ბიძამ დაარქვა დისშვილს სახელი ჯანგ ბაჰადური, რითაც იგი  შევიდა ნეპალის ისტორიაში.

რანა ჯანგ ბაჰადური ჯარში მსახურობდა 16 წლის ასაკიდან, მაგრამ მალე მისი ბაბუა დედის ხაზით  პრემიერ-მინისტრი ბჰიმსენ თაპა  სასამართლო ინტრიგების მსხვერპლი გახდა. რანა ჯანგ ბაჰადური იძულებული გახდა 1833 წელს ქვეყანა დაეტოვებინა და ჩრდილოეთ ინდოეთში გადასულიყო. 1840 წელს ნეპალში დაბრუნებულმა მიიღო არტილერიის კაპიტნის წოდება. 1841 წლიდან იგი გახდა მეფის ერთ-ერთი მცველი, 1842 წლიდან ოჯახმა აღიდგინა ძველი პრივილეგიები, რამაც ხელი შეუწყო ჯანგ ბაჰადურის შემდგომი კარიერის განვითარებას სამეფო კარზე. 1845 წლისთვის ის გახდა მეოთხე ადამიანი ქვეყანაში და, ეყრდნობოდა ბრიტანელების მხარდაჭერას, აქტიურად აწყობდა ინტრიგებს კონკურენტების წინააღმდეგ, ამავე დროს გარეგნულად რჩებოდა პრემიერ მინისტრის გაგან სინგ ბჰანდარის ერთგული.[2][3]

სამხედრო გადატრიალება

რედაქტირება

1846 წლის 15 ან 19 სექტემბერს ჯანგ ბაჰადურმა და მისმა თანამზრახველებმა მოაწყვეს ხოცვა-ჟლეტა კოტში, რომლის დროსაც მოკლეს ეზოში სამეფო მიღებაზე შეკრებილი  ქვეყნის თითქმის მთელი სამხედრო და სამოქალაქო ხელმძღვანელი პირები პრემიერ მინისტრის ჩათვლით. მეფე რაჯენდრა ბიკრამი ხოცვა-ჟლეტის დროს ინგლისელ რეზიდენტთან გაიქცა, მაგრამ მან მონარქი თავისთან არ შეუშვა მისიის განადგურების შიშით.[4]

პრემიერ მინისტრის პოსტზე

რედაქტირება
 
ჯანგ ბაჰადურ რანა

მეორე დღეს ჯანგ ბაჰადურმა დაიკავა პრემიერ-მინისტრის და მთავარსარდლის თანამდებობა, აიღო ახალი გვარი — რანა. 1847 წელს ბასნათების დიდგვაროვანი ოჯახი სიკვდილით დასაჯეს ბაჰადურის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით. მეფედ გამოცხადდა სურენდრა ბიკრამ შაჰი.

ბაჰადურ რანა გახლდათ ნეპალის დიდგვაროვნებიდან პირველი, ვინც 1850 წლის აპრილსა და 1851 წლის თებერვალში კალკუტას გავლით იმოგზაურა დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთში. დაბრუნებისთანავე ცდილობდა ევროპული სამოსი შეეტანა და კატმანდუში, ააგო რამდენიმე ნეოკლასიკური შენობა;  ევროპული სამართლის მოდელის მიხედვით 1854 წელს გამოქვეყნდა  "Muluki Ain" —  ნეპალის მრავალფეროვანი კანონების 1400 გვერდიანი კრებული.

 
ჯანგ ბაჰადურ რანას ძეგლი კატმანდუში

1856 წელს ჯანგ ბაჰადურმა გამოსცა  განკარგულება „სანადი“, რომლის მიხედვით პრემიერ მინისტრმა  მთელ სამხედრო და სამოქალაქო ადმინისტრაცია თავისი მმართველობის ქვეშ მოაქცია მაჰარაჯას ტიტულის მინიჭებით და თანამდებობა მემკვიდრეობითი გახდა რანას ოჯახში.  მეფემ შეინარჩუნა ტიტული მაჰარაჯირაჯა და ოფიციალურად დარჩა სახელმწიფოს მეთაურად. 1854 და 1855 წლებში ჯანგ ბაჰადურის ვაჟები დაქორწინდნენ მეფის ქალიშვილებზე, ხოლო 1857 წელს მეფის ვაჟმა ცოლად შეირთო თავისი ბაჰადურის ქალიშვილი. ბაჰადურ რანს 100-ზე მეტი შვილი ჰყავდა.

1856 წლის 1 აგვისტოს ჯანგ ბაჰადურმა პრემიერ-მინისტრის პოსტი დაუთმო თავის ძმას, ბამ ბაჰადურს რომელიც,  ერთი წლის შემდეგ გარდაიცვალა; თანამდებობა გადაეცა  მეორე ძმას, კრიშნა ბაჰადურ კუნვარს, რომელიც ასევე  ერთი თვის შემდეგ გარდაიცვალა, რის შემდეგაც, 1857 წლის 28 ივნისს ჯანგ ბაჰადურმა დაიბრუნა ძალაუფლება და განაგებდა ნეპალს გარდაცვალებამდე — 1877 წლამდე.[5]

მოღვაწეობის შეფასება

რედაქტირება
 
ჯანგ ბაჰადურ რანა თავის ორ ქალიშვილთან ერთად, 1863 წ.

ჯანგ ბაჰადურის მოღვაწეობა, რომელიც ნეპალის ისტორიაში ერთ-ერთ მთავარ ფიგურად ითვლება, არაერთგვაროვნად არის შეფასებული. მან ბევრი რამ გააკეთა ნეპალის მოდერნიზაციისთვის და დიდწილად მისი ძალისხმევის წყალობით, ქვეყანა, უმეტესად დიდ ბრიტანეთზე  ორიენტაციისა და მასზე ფაქტობრივი დამოკიდებულების მიუხედავად, მაინც არ გახდა ბრიტანეთის კოლონია. თუმცა, მოდერნიზაციასთან ერთად, ჯანგ ბაჰადურმა ხელი შეუწყო ნეპალის იზოლაციას გარესამყაროსგან: მისი და მისი მემკვიდრეების მმათველობის ქვეშ მყოფი ქვეყანა  ჩაკეტილი იყო ევროპელებისთვის (მხოლოდ ზოგიერთი ბრიტანელი პოლიტიკოსისა და ვაჭრის გამოკლებით). მოდერნიზაცია ეხებოდა ევროპული ტექნოლოგიების და გარე ატრიბუტების მიღებას მაგრამ ამან ვერ იმოქმედა ქვეყნის შიგნით ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაზე, რის გამოც ბაჰადურს და რანას დინასტიას ზოგჯერ ადანაშაულებენ ნეპალის განვითარების სტაგნაციაში მე-20 საუკუნის შუა პერიოდამდე.[6][7]

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. JBR, PurushottamShamsher (1990). Shree Teen Haruko Tathya Britanta (in Nepali). Bhotahity, Kathmandu: Vidarthi Pustak Bhandar. ISBN 99933-39-91-1.
  2. Neupane, Poonam (5 November 2019). Jung Bahadur Rana Biography & Facts That You Have Ever Read ImNepal. Retrieved 19 November 2019.
  3. Rana, Purushottam S.J.B. (1998). Jung Bahadur Rana: the story of his rise and glory. Book Faith India. p. 150. ISBN 81-7303-087-1.
  4. Lal, C. K. (16 February 2001). "The Rana resonance". Nepali Times. Retrieved 17 September 2013.
  5. Jung, Padma (1909). Life of Maharaja Sir Jung Bahadur Rana. Allahabad. p. 88.
  6. Dietrich, Angela (1996). "Buddhist Monks and Rana Rulers: A History of Persecution". Buddhist Himalaya: A Journal of Nagarjuna Institute of Exact Methods. Retrieved 17 September 2013.
  7. Gartoula, Gopal. "Jung Bahadur's destitute descendants". Retrieved 4 January 2022.