ჯამნაგარი (ინგლ. Jamnagar) ― ინდოეთის შტატ გუჯარათის დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქი. შედის საურაშტრის რეგიონის შემადგენლობაში. ამავე სახელწოდების მქონე რაიონის ადმინისტრაციული შტაბი. სიდიდით მეხუთე ქალაქი გუჯარათში. ქალაქი კაჩის ყურიდან სამხრეთით მდებარეობს, შტატის დედაქალაქ განდინაგარიდან 337 კმ-ით დასავლეთით.

დასახლებული პუნქტი
ჯამნაგარი
ინგლ. Jamnagar
ქვეყანა ინდოეთის დროშა ინდოეთი
კოორდინატები 22°28′12″ ჩ. გ. 70°04′12″ ა. გ. / 22.47000° ჩ. გ. 70.07000° ა. გ. / 22.47000; 70.07000
ფართობი 125 კმ²
ცენტრის სიმაღლე 17±1 მეტრი
მოსახლეობა 479 920 (2011)
სასაათო სარტყელი UTC+05:30
სატელეფონო კოდი 288
საფოსტო ინდექსი 361001
ოფიციალური საიტი http://www.mcjamnagar.com/
ჯამნაგარი — ინდოეთი
ჯამნაგარი

ინდოეთის უმსხვილესმა კერძო კომპანიამ, „Reliance Industries“, ჯამნაგარის რაიონში მსოფლიოში ნავთობის გადამუშვებისა და ნავთობქიმიკატების უმსხვილესი კომპლექსი დააარსა.[1] ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ და ინდოეთის მთავრობამ ხელი მოაწერეს შთანხმებას ჯამნაგარში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ტრადიციული მედიცინის გლობალური ცენტრის მოწყობის შესახებ.

გეოგრაფია რედაქტირება

 
მანგროს ჯუნგლები კუნძულ პიროტანის არხის მახლობლად

ჯამნაგარის მთავარ თემებს შორის არიან: ჯადეჯას კლანის წარმომადგენლები, ჩარანები, სატვარაები (დავადიები), აჰირს საგარები, პატელები, ჰანუშალიები, რაჯპუტები, მერები, ჯაინისტები, ბრაჰმანები, ლოჰანას წარმომადგენლები და სხვ.

ჯამნაგარის მახლობლად ორი მთავარი პორტია. როზის პორტი კაჩის ყურის სანაპიროზე მდებარეობს. ბედის პორტი ორი საზღვაო მილითაა დაშორებული მდინარე რანგამატიდან. ბედის პორტი საერთაშორისო საზღვაო პორტია, საიდანაც სხვადასხვა სახის პროდუქციის ექსპორტი ხორციელდება, მათ შორის: ბოქსიტების, სოიოს, მიწისთხილის და სხვ. პორტის საშუალებით შემოაქვთ ნახშირი, სასუქი და სხვა პროდუქცია.

მარჯნული კუნძული პიროტანი ერთ-ერთია 42 კუნძულს შორის, რომლებიც კაჩის ყურის საზღვაო ეროვნულ პარკს მიეკუთვნება. პიროტანი არაბეთის ზღვაში მებარეობს, სანაპიროდან 12 საზღვაო მილის დაშორებით და 3 კმ-ზეა გადაჭიმული.

ჯამნაგარიდან 10 კმ-ით ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს ხიჯადიის ფრინველთა თავშესაფარი, რომელიც 1982 წლის 6 ნოემბერს დაარსდა.[2] თავშესაფარში სეზონური მტკნარი წყლის წყალმარჩხი ტბა, კრიკები, მარილის გუბურები, მარილიანი მიწები და მანგროს ტერიტორიები გვხვდება.[3] თავშესაფრის ტერიტორიაზე გვხვდება დიდი მურტალა, მცირე მურტალა, ოჩოფეხა, მელოტა.[4] მტაცებლებს შორის ვხვდებით: არწივებს, ქორებს, შავარდნებს. იგი გადამფრენი ფრინველების თავშესაფარიცაა, მათ შორის: მერცხლების, ბოლოქანქარების, ბატისნაირების და სხვ.

ჯამნაგარის ტერიტორიაზე ბოქსიტების ძალიან დიდი მარაგია. შტატის მასშტაბით ბოქსიტების წარმოების 95% სწორედ ჯამნაგარზე მოდის.[5]

კლიმატი რედაქტირება

კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციით, ჯამნაგარი ნახევრად უდაბნოს კლიმატურ სარტყელშია (BSh) მოქცეული. გამოკვეთილია სამი სეზონი. ცხელი სეზონი მარტიდან მაისამდე გრძელდება და უკიდურესად ცხელი და ტენიანია. მომდევნო, წვიმების სეზონი უკიდურესი არაერთგვაროვანი მუსონური წვიმებით გამოირჩევა[6] და ნალექიანობის საშუალო მაჩვენებელი 500 მმ-ს უტოლდება. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ 1911 წელს ნალექიანობის მაჩვენებელმა 100 მმ შეადგინა, ხოლო 1939 წელს ― 1 500 მმ. ამ პერიოდში ზოგჯერ რეგიონს ტროპიკული ციკლონები ატყდება თავს. ცივი სეზონი ოქტომბრიდან თებერვლამდე გრძელდება. ამ პერიოდში ცხელი დღეებია, თუმცა დაბალი ტენიანობის მაჩვენებელი, უმნიშვნელო რაოდენობის ნალექი და ცივი ღამეებია.

ჯამნაგარში უმაღლესი ტემპერატურა, 47 °C (116.6 °F), 1990 წლის 5 მაისს დაფიქსირდა, ხოლო რეკორდული მინიმუმი, 1 °C (33.8 °F), 1984 წლის 5 თებერვალს.[7]

ჰავის მონაცემები — ჯამნაგარი
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ წლიური
რეკორდულად მაღალი °C 36 38 44 45 47 46 40 39 41 43 40 38 47
საშუალო მაღალი °C 26.5 28.8 33 35.6 36.4 35.9 32.3 31.5 32 34.5 32.4 28 32.2
საშუალო დღიური °C 18.6 20.9 25.4 28.6 30.9 31.4 29.2 28.4 27.9 28 24.3 20.1 26.1
საშუალო დაბალი °C 9.7 13.8 17.8 21.6 25.4 27 26.2 25.4 23.9 20.7 14.7 11.4 19.8
რეკორდულად დაბალი °C 1 1 9 13 18 20 10 12 16 11 8 1 1
საშუალო ნალექი (მმ) 1 1 0 0 5 61 213 126 64 11 4 1 487
წყარო 1: Climate-Data.org (altitude: 23 metres or 75 feet),[8] Voodoo Skies for record temperatures[7]
წყარო 2: Jamnagar Weather

დემოგრაფია რედაქტირება

2023 წლის მონაცემებით, ჯამნაგარის ურბანული ტერიტორიის მოსახლეობა 668 000 ადამიანს შეადგენს. წერა-კითხვის ცოდნის დონე 82.14%-ია, რაც საშუალო ეროვნულ მაჩვენებელს (74.04%) აღემატება. წერა-კითხვის ცოდნის დონე კაცებს შორის 86.9%-ია, ხოლო ქალებს შორის ― 77.05%. ჯამნაგარის მოსახლეობის 10% 6 წლამდე ასაკობრივ ჯგუფს მიეკუთვნება. მოსახლეობის 53%-ს კაცები შეადგენენ, ხოლო 47%-ს ― ქალები.

მოსახლეობის უდიდეს ნაწილს გუჯარათები შეადგენენ, რომლებიც გუჯარათულ ენაზე საუბრობენ. მოსახლეობის მცირე ნაწილი კაჩის ენაზე საუბრობს, რომელიც გუჯარათის ანბანს იყენებს, მაგრამ გუჯარათზე მოსაუბრეთათვის გასაგები არ არის. გუჯარათის ადგილობრივი დიალექტია კათhიავადი, რომელსაც ფართოდ იყენებენ ყოველდღიურ საქმიანობაში.

ცნობილი ადამიანები რედაქტირება

ჯამნაგარში დაბადებულ ცნობილ ადამიანებს შორის არიან: რუსკინ ბონდი ― ავტორი, ვინოო მანკადი ― კრიკეტის ყოფილი მოთამაშე, დულეეპსინჰჯი ― კრიკეტის ყოფილი მოთამაშე, სალიმ დურანი ― კრიკეტის ყოფილი მოთამაშე, რემო ს'სოუზა ― მოცეკვავე, ქორეოგრაფი, მსახიობი და კინორეჟისორი და სხვ.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო რედაქტირება

  1. Jamnagar: Reliance Industries Limited. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 ოქტომბერი 2008. ციტირების თარიღი: 30 October 2008
  2. A Heaven for Waders. Web Archive (2011-07-21). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-21. ციტირების თარიღი: 2022-11-12
  3. Welcome to the Khijadiya Bird Sanctuary, Jamnagar, Gujarat, India. Khijadiyabirds.com (22 June 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 ივნისი 2012. ციტირების თარიღი: 22 June 2012
  4. Jamnagar, the bird watchers paradise. ციტირების თარიღი: 2022-11-12
  5. Jamnagar Municipal Corporation. ციტირების თარიღი: 2022-11-11
  6. Kane, R.P.; "Extreme of the ENSO Phenomenon and Indian Summer Monsoon Rainfall" in International Journal of Climatology; 18: 775–791 (1998)
  7. 7.0 7.1 Jamnagar, India. Voodoo Skies. ციტირების თარიღი: 5 January 2014
  8. Climate: Jamnagar – Climate graph, Temperature graph, Climate table. Climate-Data.org. ციტირების თარიღი: 5 January 2014