ჯამბულ (ჯაბა) კოხრეიძე (დ. 10 მაისი, 1966, მაღლაკი, წყალტუბოს რაიონი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი ისტორიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი, პოლიტიკოსი, საქართველოს მეოთხე მოწვევის პარლამენტის წევრი (1995–1999).

ჯამბულ (ჯაბა) კოხრეიძე
დაბადების თარიღი 10 მაისი, 1966 (1966-05-10) (58 წლის)
დაბადების ადგილი მაღლაკი, წყალტუბოს რაიონი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი

1983 წელს დაასრულა მაღლაკის საშუალო სკოლა, 1989 წელს — თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი, 1992 წელს — იგივე უნივერსიტეტის ასპირანტურა პოლიტიკური მეცნიერებების მიმართულებით.

1989–1991 წლებში იყო წყალტუბოს რაიონის საბჭოს აღმასკომის განყოფილების გამგე. 1992-1995 წლებში — ქუთაისის საინჟინრო ინსტიტუტის მასწავლებელი, წყალტუბოს ჰუმანიტარულ-ეკონომიკური ინსტიტუტის პრორექტორი. 1995 წელს სტაჟირება გაიარა აშშ-ის პოლიტიკურ-სამეცნიერო ცენტრებში. არის პოლიტურთიერთობების ინსტიტუტის „მერიდიანი“-ს (ვაშინგტონი) დიპლომანტი. გამოქვეყნებული აქვს პუბლიცისტური წერილები.

1992 წლიდან არის ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი, წყალტუბოს ორგანიზაციის ხელმძღვანელი, იმერეთის ბიუროს თავმჯდომარის პირველი მოადგილე. 1995-1999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „ეროვნულ–დემოკრატიული პარტია“. პარტიის გაყოფის შემდეგ აღმოჩნდა „სახალხო პარტიაში“ (თავმჯდომარე — მამუკა გიორგაძე).

საქმიანობა პარლამენტში: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი. ადგილობრივი თვითმმართველობის კომიტეტის წევრი. ფრაქცია „სახალხო პარტიის“ წევრი.

1998 წელს დაიცვა პოლიტიკურ მეცნიერებათა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „ადგილობრივი თვითმმართველობის პრინციპები და მისი განხორციელების ეტაპები პოსტკომუნისტურ ქვეყნებში“.

1999–2003 წლებში მუშაობდა ქუთაისის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტში დოცენტად.

ჰყავს მეუღლე მარინა ჩხობაძე-კოხრეიძე და ორი შვილი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. გვ. 189, 1998-1999

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება