ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ჯამბალაია — სურნელოვანი კერძია. ძირითადად მიეკუთვნება დასავლეთ აფრიკის, ფრანგული (განსაკუთრებით კი პროვანსულ სამზარეულოს), ასევე აღნიშნულ კერძის ვარიაციებს ვხვდებით ესპანურ სამზარეულოშიც. ის მზადდება კრევეტებით, თევზით, ბრინჯით, მწვანე წიწაკითა და ჩილით. ჯამბალაიას სამშობლო ლუიზიანის შტატის ქალაქი ორლეანია, სწორედ აქ ფრანგული სამზარეულო აფრიკულ-ამერიკულს შეერწყა. აღნიშნული კერძი, ძირითადად დაფუძნებულია ბრინჯზე. უფრო ადრე კერძში გამოიყენებდნენ არა კრევეტებს და ზღვის პროდუქტებს არამედ ძეხვეულს. დღეისათვის სწორედ უფრო სასარგებლო ზღვის პროდუქტებით ამზადებენ კლასიკურ ჯამბალაის.

სახეობები

რედაქტირება

ძირითადად ამ კერძის ორი ვარიანტი არსებობს პომიდვრით და მის გარეშე. პირველი არის ე.წ. კრეოლური ჯამბალაია, იგივე წითელი ჯამბალაია. ამ დროს ხორცს ემატება ნიახური, წიწაკა და ხახვი. აღნიშნული ხორცი ძირითადად არის ქათამი ან ძეხვი. შემდეგ უმატებენ პომიდორს, ზღვის პროდუქტებს და ბოლოს უმატებენ ერთ-ერთ მთავარ ინგრედიენტს ბრინჯს. აღნიშნულს ნელ ცეცხლზე ტოვებენ 20-დან 60 წუთამდე. კერძის სხვა ვარიაციებით ზოგჯერ მას აცხობენ კიდევაც. მეორე ვერსია აღნიშნული კერძის უფრო მეტად დამახასიათებელია სამხრეთ-დასავლეთ და სამხრეთ-ცენტრალურ ლუიზიანას შტატისთვის, მას Cajun Jambalaya-ს უწოდებენ. მთავარი განსხვავება ამ ორ ვარიანტს შორის არის პომიდვრის არსებობა. ამ ვარიანტის დამზადებისას უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება ცხიმს, თუ ხორცი ვერ გამოყოფს საჭირო ცხიმს, ამ შემთხვევაში უმატებენ მცენარეულ ზეთს. ასევე ინგრედიენტებში ვხვდებით ხახვს, ნიახურს, მწვანე ან წითელ ბულგარულ წიწაკას. კერძი ფაქტობრივად სრულდება მაშინ როდესაც, ბრინჯი ბოლომდე იხარშება.

ჯამბალაია წარმოიშვა ახალი ორლეანის ფრანგული კვარტლიდან თავდაპირველ სექტორში. ეს იყო ესპანელების მცდელობა გაეკეთებინათ პაელა ახალ სამყაროში, რადგან იქ ზაფრანა არ მოიპოვებოდა. ამის მიზეზი კი იმპორტის მაღალი ხარჯები იყო. ზაფრანის შემცვლელი კი პომიდორი გახდა. 1920-1930-იან წლებში ჯამბალაია საკმაოდ პოპულარული იყო ლუიზიანაში. 1968 წელს კი ლუიზიანის გუბერნატორმა ჯონ მაკკეიტენმა გონსალესი მსოფლიოს ჯამბალაიას დედაქალაქად გამოაცხადა. ყოველ გაზაფხულზე, გონსალესში იმართებოდა ყოველწლიური ფესტივალი ჯამბალაიას დამზადებაში. [1]

ეტიმოლოგია

რედაქტირება

ოქსფორდის ინგლისური ლექსიკონი მიუთითებს იმაზე, რომ ჯამბალაია მომდინარეობს პროვანსული სიტყვიდან jambalaia, რაც ნიშნავს ბადეს ან ბრინჯის ფლავს. პირველად ეს სიტყვა 1837 წელს პროვანსულ ლექსშიც ვხვდებით. [2] ხალხთა გადმოცემით და ფოლკლორით ეს არის ორი სიტყვის შერწყმით მიღებული სიტყვა: jamon (ლორი) და paella (ბრინჯის კერძი). [3]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. History of the Jambalaya Festival. Jambalaya Festival Association (2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-05-18. ციტირების თარიღი: 2018-05-17.
  2. Sigal, Andrew (2008), "Jambalaya By Any Other Name", Culinary history.
  3. Gerald Erichsen. (March 2, 2017) Translating Attributive Nouns to Spanish.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჯამბალაია“-დან