ჯალილ მამედყულიზადეს სახლ-მუზეუმი (ნახიჩევანი)

ჯალილ მამედყულიზადეს სახლ-მუზეუმი (აზერ. Cəlil Məmmədquluzadənin ev-muzeyi) — აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, განმანათლებლის, მწერალ-სატირიკოსის მემორიალური მუზეუმი. მდებარეობს ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის დედაქალაქში, ნახიჩევანში, იდრის მამედოვის ქუჩაზე.

ჯალილ მამედყულიზადეს სახლ-მუზეუმი
აზერ. Cəlil Məmmədquluzadənin ev-muzeyi
დაარსდა 1998 წელი
ქვეყანა აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
მდებარეობა ნახიჩევანი

ისტორია რედაქტირება

ჯალილ მამედყულიზადეს მუზეუმი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის 1998 წლის 31 დეკემბერის განკარგულებით შეიქმნა. გაიხსნა 1999 წლის 13 ოქტომბერს.

შენობა XIX საუკუნის ისტორიულ-არქიტექტურულ ძეგლს წარმოადგენს.[1] იქ წარმოდგენილია მწერლის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ექსპონატები. მუზეუმში ექსპონირებულია ჯალილ მამედყულიზადეს პირადი ნივთები, რომლებიც მის ოჯახს ეკუთვნოდა, მათ შორის ნახიჩევანელი მწერლის თანამედროვეებთან დაკავშირებული ისტორიული დოკუმენტები, მისი კლასიკური ნაწარმოებები და პირადი ბიბლიოთეკა.[2]

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. National Academy of Sciences of Azerbaijan. Nakhchivan Branch. The Encyclopaedia of Nakhchivan Monuments / Vasif Talibov. — Nakhchivan, 2008. — 521 s.
  2. Cəlil Məmmədquluzadənin ev-muzeyinə yeni eksponatlar təqdim olunub. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-09-05. ციტირების თარიღი: 2021-05-28.