ჯავანშირ გულიევი
ჯივანშირ რაჰიმ-ოღლუ გულიევი (აზერ. Cavanşir Rəhim oğlu Quliyev) — აზერბაიჯანელი კომპოზიტორი, აზერბაიჯანის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე.[1]
ჯავანშირ გულიევი | |
---|---|
აზერ. Cavanşir Quliyev | |
| |
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი |
22 ნოემბერი 1950 ნუხა, აზერბაიჯანის სსრ |
დაბ. ადგილი | შაქი |
წარმოშობა | აზერბაიჯანი |
ჟანრ(ებ)ი | კომოზიტორი |
ინსტრუმენტ(ებ)ი | თარი, ფორტეპიანო |
ბიოგრაფია
რედაქტირებაჯავანშირ გულიევი დაიბადა 1950 წლის 22 ნოემბერს ქალაქ ნუხაში (ახლანდელი შეკი). 1967 წელს დაამთავრა საშუალო რუსული სკოლა, 1968 წელს კი — შეკის მუსიკალური სასწავლებელი. იმავე წელს ჩააბარა უზეირ ჰაჯიბეკოვის სახელობის აზერბაიჯანის სახელმწიფო კონსერვატორიის ხალხური საკრავების ფაკულტეტზე. ორი წლის შემდეგ კონსერვატორიის კომპოზიტორების საკომპოზიციო ფაკულტეტზე ჩაირიცხა და 1975 წელს დაამთავრა გამოჩენლი კომპოზიტორის, პროფესორ ჯევდეტ გაჯიევის კლასი.[2][3]
ჯევანშირ გულიევმა ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს დაიწყო თავისი ექსპერიმენტები მუსიკის სფეროში. უკვე მეორე კურსზე დაწერილ „პირველ კვარტეტში“ მან შეძლო ახალი მუსიკალური სტილის გამოვლინება, ეროვნული მუსიკის თანამედროვე კომპოზიციური ხერხებით სინთეზირება, რაც მისი შემოქმედების მთავარი შემოქმედებითი პრინციპი გახდა მომავალში. ნამუშევარმა პუბლიკაში დიდი ინტერესი გამოიწვია და „ეროვნულობისა და თანამედროვეობის“ თემა დიდი ხნის განმავლობაში მსჯელობისა და დავის მიზეზი გახადა. იგი გაჟღერდა არაერთ კონსერვატორულ კონფერენციაზე იმდროინდელ სსრკ კომპოზიტორთა კავშირში და დიდი ინტერესი გამოიწვია. ჯავანშირ გულიევის ერთ-ერთი მთავარი მიღწევაა ის, რომ ის არის თანამედროვე დამოუკიდებელი აზერბაიჯანის პირველი სამხედრო ჰიმნის ავტორი. სიმფონიურ ორკესტრში მან პირველად ჩართო საზი და ზურნა და ისინი ძირითად ინსტრუმენტებად გამოიყენა. ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში, 1973 წელს მან მუშაობა დაიწყო აზერბაიჯანის რადიოსა და ტელევიზიის ხმის რეჟისორად და ამ თანამდებობაზე იმუშავა 17 წლის განმავლობაში.[2]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ CAVANŞİR QULİYEVDƏN “MÜŞFİQ AĞILARI” ORATORİYASI აზერბაიჯანული. aki.az. ციტირების თარიღი: 12 მარტი, 2021
- ↑ 2.0 2.1 Cavanşir Quliyev – 70 აზერბაიჯანული. aki.az. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-10-09. ციტირების თარიღი: 11 მარტი, 2021
- ↑ Z. Dadaşzadə. Cavanşir Quliyevın total musiqi axtarışları აზერბაიჯანული. musiqi-dunya.az. ციტირების თარიღი: 12 მარტი, 2021