ხუტიაპის დეპარტამენტი
ხუტიაპა (ესპ. Jutiapa) — დეპარტამენტი გვატემალაში. მდებარეობს ქვეყნის უკიდურეს სამხრეთ–აღმოსავლეთ ნაწილში. ესაზღვრება სალვადორსა და წყნარ ოკეანეს. დედაქალაქია ხუტიაპა. 2002 წლის მონაცემებით, მოსახლეობა 389 085 ადამიანს შეადგენს. მათი ძირითადი ნაწილი ევროპული და აფრიკული წარმოშობისაა. ხუტიაპა ერთადერთი დეპარტამენტია გვატემალაში, რომლის ერთადერთი ოფიციალური ენა ესპანურია არცერთ სხვა ადგილობრივ ენასთან ერთად.
დეპარტამენტი | |||||
---|---|---|---|---|---|
ხუტიაპა Jutiapa | |||||
| |||||
ქვეყანა | გვატემალა | ||||
ადმ. ცენტრი | Santa Catarina Mita | ||||
კოორდინატები | 14°16′58″ ჩ. გ. 89°53′33″ დ. გ. / 14.28278° ჩ. გ. 89.89250° დ. გ. | ||||
ფართობი | 3 219 კმ² | ||||
ოფიციალური ენა | ესპანური ენა | ||||
მოსახლეობა | 389 085 კაცი (2002) | ||||
სიმჭიდროვე | 120,87 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC-6 | ||||
საფოსტო ინდექსი | 22000 | ||||
ადმინისტრაციულად დაყოფილია ჩვიდმეტ მუნიციპალიტეტად.