ტროფიმე ხუნდაძე

(გადამისამართდა გვერდიდან ხუნდაძე, ტროფიმე)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ხუნდაძე.

ტროფიმე ირაკლის ძე ხუნდაძე (დ. 24 ივლისი, 1889, სოფ. კალაგონი — გ. 16 ნოემბერი, 1971, თბილისი) — ქართველი ისტორიკოსი, პედაგოგი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1948), პროფესორი (1950), მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1961).

ბიოგრაფია

რედაქტირება

1909 წელს დაამთავრა ქუთაისის ქართული გიმნაზია და შევიდა მოსკოვის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე. 1912 წელს რევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობისთვის უნივერსიტეტიდან გარიცხეს. 1915 წელს დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტი და დაბრუნდა ქუთაისში. 1919 წელს გადავიდა თბილისში და დაიწყო პედაგოგიური მუშაობა გიმნაზიაში, შემდეგ ჰუმანიტარულ ტექნიკუმში. 1930 წლიდან მუშაობდა უმაღლეს სკოლაში. 1945-157 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტში. მისი კვლევის საგანი იყო XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისის საზოგადოების აზროვნების და სახელმწიფო განათლების ისტორია.

ლიტერატურა

რედაქტირება